კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას 3,9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

28 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას 3,9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილბით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძეს და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.

თავდაპირველად განსაზღვრული სასჯელი 5 წელს შეადგენდა, თუმცა ამნისტიის შედეგად ერთი მეოთხედის შემცირების შემდეგ, სასჯელმა 3,9 წელი შეადგინა. ამასთან, ბაჩო ახალაიას 2,3 წლით თანამდებობაზე დანიშვნა შეეზღუდება და ამავდროულად დაეკისრება 4000-ლარიანი ჯარიმა, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებს. 

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე. აღნიშნულ პირებს ბრალი ედებათ არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. ამ საქმეში დაზარალებულებად ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები არიან ცნობილი. 

საქმე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განიხილა.

ახალი ამბები