კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში სამარშუტო ტაქსების მძღოლები უფლებების დარღვევაზე საუბრობენ

3 ოქტომბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორში სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მძღოლების პროტესტი  მათი ინტერესების გაუთვალიწინებლობამ გამოიწვია, ისინი  კომპანია ,,ვითიჯის“ ხელმძღვანელობას უფლებების დარღვევასა და  სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. 30–მდე მძღოლმა ,,ვითიჯი“ უკვე დატოვა და თავად დაარსეს შპს სადაც გაერთიანდნენ.

იოსებ ქონიაშვილი: ,,ჩვენს ინტერესებს არ იცავდა დირექტორი, წამოვედით და ახლა კიდევ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს, რატომ წახვედითო, არ მოგვწონდა პირობები და მაგიტომ წამოვედით“.

გიორგი ბზიშვილი ერთ–ერთი მძღოლია რომელმაც ,,ვითიჯი“ დატოვა და ახლადშექმნილი შპსს ხელმძღვანელად დანიშნეს, მისი განმარტებით 30–ე მძღოლი შპს მეწილეა და ერთად დაიცავენ საკუთარ უფლებებს ,, იმ კოპანიაში სადაც ვიყავით, ჩვენი ინტერესები არ იყო დაცული და წამოვედით  და  ახალი შპს დაავარსეთ, აქ ყველაფერი, გადასახადიდან დაწყებული მძღოლებთან არის შეთანხმებული და მათვის მისაღები პირობებია“ .

შპს ,,ვითიჯის“ დირექტორი ზვიად მჭედლიძე მძღოლების ბრალდებებს უარყოფს და აბსურდულს უწოდებს ,,ჩემგან არანაირ ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია და  ბრალდებები უსაფუძვლოა “ - აცხადებს ზვიად მჭედლიძე.

სამარშუტო ტაქსების მძღოლების აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია, რომელიც დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან მძღოლების უფლებების დარღვევაზე საუბრობს ,,ვცდილობთ რომ არ მოხდეს მძღოლების გაფიცვა და მოლაპარაკებებით მოხდეს ამ სიტუაციის განმუხტვა, მე ვთხოვ ადგილობრივ ხელისუფლებას ჩაერთოს ამ დაძაბული სიტუაციის განმუხტვაში, რადგან არ არის გამორიცხული მძღოლების გაფიცვა და პასუხიმგებლი იქნება ხელისუფლება, მიიღონ ზომები რადგან ადგილი აქვს მძღოლების უფლებების დარღვევას“.

გორში სამარშუტო ტაქსების მძღოლებს რამდენიმე თვის წინ აღნიშნული პრობლემები შპს ,,ავტოტრანსის“ მიმართაც ჰქონდათ და სიტუაციის გამოსწორების მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს, რის შედეგადაც, რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში სამარშუტო ტაქსების მოძრობა პარალიზებული იყო. მაშინ მძღოლებმა  შპს ,,ავტოტრანსი“ დატოვეს და სიტუაციის გამოსწორების მიზნით ,,ვითიჯიში“ გადავიდნენ, თუმცა იგივე მდგომარეობის გამო, დღეს უკვე  შპს ,,ვითიჯიც“ დატოვეს  და მძღოლების ნაწილმა თავად დაარსა სატრანსპორტო კომპანია.

ახალი ამბები