კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თითქმის ყველა უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლები იყო

29 ოქტომბერი, 2013
 
ნინო გვარიძიშვილი, კახეთი

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თითქმის ყველა უბანზე, სადაც ისინი არჩევნებს აკვირდებოდნენ, სიაში ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი იყო. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა და უბნებზე იმდენი ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი უნდა იყოს მიტანილი, რამდენი ამომრჩეველიცაა სიაში.  თავად საუბნო კომისიის წევრები, ამბობდნენ რომ ეს დარღვევა არ არის და პრატქიკაში არანაირ პრობლემას არ ქმნის, რადგან არჩევნებზე, ყოველთვის იმაზე უფრო ნაკლები  ამომრჩეველი მოდის, ვიდრე სიაში წერია. სხვათა შორის, ეს პრობლემა საპარალამენტო არჩევნების დროსაც არსებობდა. მიუხედავად არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციისა, ამ ხარვეზის გამოსწორება ცესკომ ვერ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას შეძლო. 

საარჩევნო საკითხების ექსპერტის ნინა ხატისკაცის თქმით, ეს პრობლემა ცესკოს უნდა მოეგვარებინა: ,,პრობლემა პირველ რიგში ცესკო-შია, რადგან ის თავად უნდა უზრუნველყოფდეს მასში შემავალი სუბიექტების მიერ კანონის უზენაესობის დაცვას. ამ შემთხვევაში ბიულეტენების და კონვერტების გადაცდომა მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ,’’ - აღნიშნავს ხატისკაცი. მისივე თქმით, ცესკოს აქამდე არ მოუთხოვია საარჩევნო კოდექსის 63 მუხლის მე-8 პუნქტის ცვლილება, რომელიც ეხება საარჩვენო ბიულეტინების გადაცემას  საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი რიცხვით: ,, ცესკოს არ აქვს უფლება შეცვალოს ჩანაწერი საკანონმდებლო აქტში, რადგან აღნიშნული მოთხოვნა არის იმპერატიული და ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება  შეცვალოს ის საკუთარი შეხედულებისამებრ,’’ - ამბობს ნინა ხატისკაცი. 

ცესკომ ამ საკითხზე  გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ კანონიდან გამომდინარე , ჰქონდათ უფლება, რომ ბიულეტინები გადაეცათ 50-ის ჯერადი  ნაკლებობით, და არა მეტობით. მათი განმარტებით, კანონში ზუსტი რეგულაცია იმის შესახებ, რომ ბიულეტენების რაოდენობა 50 ის ჯერადით ნაკლები უნდა იყოს ან მეტი, არ არსებობს.

,,იმ შემთხვევაში, თუ უბანზე ბიულეტენები დააკლდებოდათ, საუბნო კომისია საოლქოს მიმართავდა და დამატებითი ბიულეტენები გაიგზავნებოდა და პრობლემაც აღმოიფხვრებოდა“ -განაცხადა ცესკოს სპიკერმა ეკა არაზაშვილმა. 

ახალი ამბები