კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში

5 ნოემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძის ბლოგპოსტი გურიიდან

არჩევნების დღე მიყვარს. შესაძლოა, ეს ზოდიაქოს ნიშნის ბრალია და გვარის მიუხედავად, ვერძს თავისი გააქვს, მაგრამ ასეა - მიყვარს დაძაბული სიტუაცია, როცა გამოსავალს ეძებ, როცა ცდილობ დაიცვა ის, ვისაც ჩაგრავენ, როცა აწყდები კანონდარღვევებს და ამის შესახებ ხმამაღლა და დაუფარავად აცხადებ, როცა იბრძვი სამართლიანობისთვის. თუმცა ვვარაუდობ, რომ პროფესიული ჩვევაცაა. აქვს ჩემს პროფესიას აზარტი.

მოკლედ, არჩევნების დღე მიყვარს, თუმცა უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი, მიყვარდა აქამდე, რადგან უამრავი ისეთი ფაქტი ხდებოდა, საწერი არ ილეოდა. პრინციპში, ვიცოდი, რომ ამ არჩევნებზე განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ექნებოდა, მაგრამ რაღაც ხმაურს მაინც ველოდი და სწორედ ამ მოლოდინით დილის შვიდი საათიდან გავედი ყველაზე ახლომდებარე უბანზე ლანჩხუთის #61 ოლქის 9- ე უბანზე. ეს უბანი ჩემ სოფელშია და აქ მე რეგისტირებული ვარ, როგორც ამომრჩეველი. 

წილისყრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა საუბნო კომისიაში გადასატან ყუთზე წილისყრაში მონაწილეობა მიიღო და ყუთის წაყოლაზე უარი არ უთქვამს, სხვა უბნებისგან განსხვავებით. ცოტა ხანში უბანზე დამკვირვებლებიც და კანდიდატის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. ერთ-ერთი კანდიდატის წარმომადგენელმა ქალბატონმა განაცხადა: ჩემი ქალიშვილი გარეთ იცდის, ფეხმძიმეაო, გავიდა და დაუძახა: „შემოდი, შვილო, ჩემთან დაჯექიო“, მაგრამ ამ წარმომადგენელმა არ იცოდა კანონი, რომლის მიხედვითაც უბანზე ბეჯის გარეშე არავინ უნდა იმყოფებოდეს.  თუმცა დანარჩენებმა ვიცოდით და ცხადია, გოგონას უბანზე ყოფნა წარმომადგენელ დედას არ დავანებეთ. 

ამ უბანზე პირველი ამომრჩეველი მე ვიყავი. რაკი სხვა უბნებზე წასვლა მეჩქარებოდა, პატიოსნად დამითმეს რიგი ამომრჩევლებმა. საკონტროლო ფურცელი წესისამებრ შეივსო, თუმცა თავმჯდომარეს კინაღამ ჩაგდების დროის მითითება დაავიწყა. შევახსენე და ხარვეზიც უმალ აღმოიფხვრა.

მანქანა, რომელიც დავიქირავეთ, ჟურნალისტის იყო, ამდენად, ისიც ჩემსავით მთელი დღის მანძილზე. უბან–უბან დაწანწალებდა.
 
ჩვენი შემდეგი გაჩერება იყო ლანჩხთის #08 უბანი. უბნის ახლოს პოლიციელი შევნიშნეთ მას საარჩევნო კოდექსი შევახსენეთ, რომლის თანახმადაც უბანზე პოლიციელი მხოლოდ მაშინ უნდა მივიდეს, თუკი მას კომისიის თავმჯდომარე გამოიძახებს (კოდექსის 59–ე მუხლის მე–6 პუნქტი). როცა კომისიის თავმჯდომარეს მოვთხოვეთ აეხსნა რა ექსცესს ჰქონდა ადგილი უბანზე და თუ იყო გაკეთებული ჩანაწერთა წიგნში პოლიციელის გამოძახებას შენიშვნა,  აღმოჩნდა, რომ თავმჯდომარემ არცკი იცოდა, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელი იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარემ კატეგორიულად მოსთხოვა პოლიციელს დაეტოვებინა უბანი, ის არ დამორჩილდა, სადღაც გადარეკა და „გაარკვია“, რომ მას აქვს უბანზე 50 მეტრის რადიუსში ყოფნის უფლება, თან აგვიხსნა, რომ ეს მითითება შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო. 

ლანჩხუთის #06 საუბნო კომისიაში გადასატან ყუთზე კენჭისყრაში მონაწილეობა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ კომისიის ორმა წევრმა მიიღო და  ყუთს ერთი საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი გაყვა, რაც კოდექსის დარღვევაა. აღნიშნულის შესახებ საიამ საჩივარი შეიტანა საოლქო კომისიაში. კომისიან  კი,  #06 უბანზე 36 ამომრჩეველთან მისული ბიულეტენი ბათილად სცნო.

17:45 წუთზე ლანჩხუთის 61-ე ოლქის  7-ე საარჩევნო უბანზე აღმოაჩინეს, რომ რეგისტრატორების ბეჭედს ნაკვეთური არ ჰქონდა. ნაკვეთური წესით, უბნის გახსნის დროს უნდა გაკეთებულიყო. ეს არის კიდევ ერთი მექანიზმი იმსა, რომ ხმების გაყალბება თავიდან იქნას აცილებული. 17:45 წუთისთვის, ამ უბანზე 230 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. აღნიშნული დარღვევის გამო, საოლქო კომისიის ინფორმაციით, 7-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს დაეკისრება ადმინისტრაციული სასჯელი და მიეცა  გაფრთხილება, ხოლო ბიულეტინები ბათილად იქნა ცნობილი.
ლანჩხუთს შემდეგ ოზურგეთს ვეწვიეთ. აქ პირველი გაჩერება ურეკის #14 საუბნო კომისია იყო. ეზოში ადიკო ივანიშვილი, პრემიერ–მინისტრის ძმა შევნიშნე: „ხმა ახლა მივეცი და უკვე მივდივარ სახლში. დარწმუნებული ვარ, 85%–ს დავდებთ. ურეკი მთლიანად ჩვენია“, – იმედიანი იყო პრემიერ–მინისტრის ძმა.

კურიოზულ ფაქტს ჰქონდა ადგილი ჩოხატაურში. ჩოხატაურის #62 საოლქო კომისიის #31 უბანზე გადასატანი ყუთი 24 ამომრჩეველთან უნდა მისულიყო, თუმცა რეგისტრაციის ჟურნალში 23 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული. უბნის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ მართალია, სიაში დაფიქსირებული არ იყო, მაგრამ იცოდა ვისთან უნდა მისულიყო ყუთი. ამ ქალბატონს თავდაპირველად თალიკო ერქვა და გვარად ყაჭეიშვილი იყო, თუმცა როცა საიამ საჩივარი მოამზადა, თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ცუცა ყაჭეიშვილი იყო, რომლის განცხადება კომისიაში იყო კიდეც შესული. საიამ საჩივარი მაინც დაწერა და უბნის კომისიის მდივანმა შენიშვნა მიიღო.
ზოტის უბნიდან ჩოხატაურის ოლქში მიღებულ ოქმს თან შესწორების ფურცელი ახლდა. ამ ფურცელზე კომისიის ბეჭედი და კომისიის წევრების ხელმოწერები იყო. როგორც გაირკვა, შემაჯამებლ ოქმს ბეჭედი იმდენად მკრთალად ერტყა, რომ გადაწყვიტეს ამის შესახებ შესწორების ოქმში აღენიშნათ, მაგრამ როგორც თავმჯდომარემ ახსნა: რაკი შესწორების ფურცელში სათანადო შენიშვნის გაკეთების გრაფა ვერ იპოვა, ფურცელი აღარ შეავსო და ცარიელი დატოვა. 

გურიაში ყველა უბანზე რწმუნებულები შევნიშნეთ. ახალმა ხელისუფლებამ ეს შემდეგნაირად ახსნა: კანონი ამით არ ირღვევა და უბრალოდ, აინტერესებთ რა ხდებაო. 

გურიაში სხვა რაიმე განსაკუთრებულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ალბათ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ყოველთვის ხმაურიანმა გურულებმა უჩვეულოდ მშვიდად და წყნარად ჩაატარეს არჩევნები. 

ახალი ამბები