კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ყურაშვილი : “ჩემთვის, კახეთის გუბერნატორის თანამდებობა არავის შემოუთავაზებია”

6 ნოემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ზურაბ ყურაშვილს კანდიდატურა განიხილება.  ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას ზურაბ ყურაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის კახეთის გუბერნატორის თანამდებობა არავის შეუთავაზებია: "ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია . არ ვიცი რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია და ვინ გაავრცელა. მე საერთოდ არ ვარ საქმის კურსში, ამასთან დაკავშირებით."

ზურაბ ყურაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2012 წლის 12 ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე იგი "ქართული ოცნების" შტაბს ხელმძღვანელობდა თელავში. უფრე ადრე კი კომპანია "გლობალ ტივის" დირექტორად მუშაობდა.

მან გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა პირადი განცხადების  საფუძველზე 2013 წლის 17 ივნისს დატოვა.

ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გამგეობიდან 78 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა . მათ შორის ორი ორსული – გამგეობის იურიდიული სამსახურის სპეციალისტი, 4 თვის ორსული ელენე ბერძენიშვილი და 5 თვის ორსული ნონა გომელაური. მან ყველა თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის თაობაზე უთარიღო განცხადებები დააწერინა. მისი თქმით, ეს დაუწერელი კანონია და ხელმღვანელობის შეცვლის შემდეგ განცხადება ყველა თანამშრომელმა უნდა დაწეროს.

 ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, 2013 წლის 24 მაისს გამგებელს რეკომენდაციით მიმართა ორსული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე, თუმცა ყურაშვილმა ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

ზურაბ ყურაშვილის სახელს უკავშირდება 2013 წლის 1 სექტემბერს თელავში სტალინის ძეგლის გახსნა. მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ცნობილი გახდა რომ 2013 წლის 18 აპრილს მან მუნიციპალიტეტის საკრებულოს გვერდის ავლით უკანონოდ გასცა ძეგლის დადგმის  ბრძანება. ძეგლის გახსნის დღესვე თელავის საკრებულოს თავჯდომარემ დიმიტრი ბოჭორიძემ განაცხადა, რომ ძეგლის დადგმა უკანონოდ მოხდა.

ახალი ამბები