კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამსახურდია რუსეთის წინააღმდეგ!

7 ნოემბერი, 2013
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში
  
8 ნოემბერს, 14:00  საათზე,  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი მართავს პრესკონფერენციას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებულ საქმეზე Gamsakhurdiya vs Russia.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა რუსეთის წინააღმდეგ განმცხადებელ გოჩა გამსახურდიას სახელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2013 წლის 26 მარტს მიმართა. განმცხადებლის  მიმართ  რუსეთის ფედერაციის მიერ დაირღვა ევროკონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, მეუღლეთა თანასწორობის პრინციპი, წამების აკრძალვა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება. 

გოჩა გამსახურდიას რუსეთის ტერიტორიაზე 2012 წლის 2 აპრილიდან დაკარგული ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ადგილსამყოფელიც მისთვის დღემდე უცნობია. მიუხედავად  გოჩა გამსახურდიას  არაერთი მიმართვისა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო ორგანოებისადმი, ისინი უარს აცხადებენ განმცხადებლისათვის ცოლ-შვილის ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტაზე პასუხად, რუსეთის  შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა განმცხადებლის ცოლ-შვილის ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე. გოჩა გამსახურდია და მისი ოჯახის წევრები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მფლობელები არიან. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები აფრთხილებდნენ გოჩა გამსახურდიას, არ გადაეკვეთა რუსეთის საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. 

გოჩა გამსახურდია თითქმის ორი წელია, განიცდის შვილის დაკარგვით გამოწვეულ ძლიერ სულიერ ტანჯვას. მან წელიწადნახევრის წინ დატოვა საკუთარი სახლ-კარი და საცხოვრებლად გადავიდა მცხეთის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტრის მიუსაფარ ბავშვთა სახლში, სადაც მუშაობს დამხმარედ. 
 
გამსახურდიას  მიმართ დაირღვა მამის უფლება, იცოდეს შვილის ადგილსამყოფელი  და ჰქონდეს ურთიერთობა ბავშვთან. ამასთანავე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებით რუსეთის ტერიტორიაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  იმედოვნებს, რომ გოჩა გამსახურდია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით შეძლებს დარღვეული უფლების აღდგენას და მიეცემა შესაძლებლობა მშობლის უფლების  განხორციელებისა,  ამასთანავე, დაცული იქნება მისი არასრულწლოვანი შვილის  საუკეთესო ინტერესი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები