კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მიესალმება უსახლკართა თავშესაფრით უზრუნველყოფაზე „იდენტობის“ ინიციატივას

8 ნოემბერი, 2013
 

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ორგანიზაცია „იდენტობის“ ინიციატივას ზამთრის მოახლოებასთან ერთად უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრის გახსნის შესახებ. 
  
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ყოველდღიურად არაერთი უსახლკარო და სოციალურად დაუცველ პირთა განცხადება შემოდის, რომელთა მთავარ პრობლემას საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

მოქმედი კანონმდებლობს თანახმად, უსახლკარო პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა. თუმცა, საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სტრატეგიისა და გეგმის არარსებობის პირობებში, ამ ვალდებულების შესრულება უმეტეს შემთხვევაში ვერ ხორციელდება. 

საქართველოს სახალხო დამცველმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე არაერთი რეკომენდაციითა თუ საჯარო განცხადებით მიმართა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (თბილისსა თუ რეგიონებში), ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა არსებული რესურსების პირობებში, მიღებული იქნას ყველა ზომა უსახლკარო პირთა უფლებების ეფექტურად დაცვისათვის. 
  
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხების შესწავლასა და მონიტორინგს. ამასთან, მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა, რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, უსახლკარო ადამიანები არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ და უზრუნველყოფილი იყვნენ დროებითი თავშესაფრით მაინც. 

ახალი ამბები