კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვა გორის საზოგადოებასთან შედგა

8 ნოემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული თვითმმართველობის კანონპროექტი, რომლის მიხედვით 15 ათასზე მეტი მოსახლისგან დასახლებულ პუნქტს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ენიჭება, გორში საჯაროდ განიხილეს. პროექტის კანონად დამტკიცების შემთხვევაში  გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება და პირდაპირი წესით არჩეული მერი ეყოლება. გორის საზოგადოებას პროექტის დეტალები უნივერიტეტის დარბაზში, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ  თენგიზ შეგილაშვილმა და მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მელაშვილმა გააცნეს. პროექტის მიხედვით, ქალაქის და სოფლის თემების ბიუჯეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იქნება და ასევე, ერთმანეთს გამოიყოფა თვითმმართველობის ორგანოებიც. 

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, თენგიზ შეგილაშვილი: ,,ეს არის მრავალმხრივი რეფორმა, მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონეტი არის სწორედ ის, რომ ქალაქების გარკვეულ რაოდენობაში აღდგეს თვითმმართველობის სტატუსი და მას ქონდეს თავის საკრებულო, არჩეული მერი, ბიუჯეტი, ის ფოკუსირებული იყოს ქალაქის პრობლემებზე ქალაქის განვითარებაზე და მოსახლეობას ჰქონდეს მასში რეალურად ჩართულობის საშუალება, მთავარი იქნება ის, რომ მივიღოთ ისეთი მერი და საკრებულო, რომელიც ორიენტირებული იქნება არა იმაზე თუ როგორ მოაწონოს თავი ცენტრალურ ხელისუფლებას, არამედ იმაზე, თუ როგორ მოაწონოს თავი საკუთარ ამომრჩეველს“

ირაკლი მელაშვილი მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: ,,ქალაქ გორს  ბიუჯეტი არ აქვს. ქალაქი ვერ განვითარდება, თუ ბიუჯეტი არ ექნება, ის ვერ დაგეგმავს თავის მომავალს, ვერ დაგეგმავს ვერც ინვესტიციას, ვერც სამუშაო ადგილების შექმნას და  ვერც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეს ყველაფერი დღეს წყდება თბილისში, წყდება სამინისტროებში,  ჩვენ თუ არ შევცვალეთ ეს ვითარება და არ მივეცით საშუალება ქალაქებს, სოფლებს თვითონ გადაწყვიტონ ეს საკითხები მუდმივად ჩამორჩენილი დარჩება რეგიონები“

თვითმართველობის კოდესის პროექტთან კითხვები აქვთ ადგილობრივ ჟურნალიტებს, თეა გიგუაშვილი საკითხის ძირეულ განხილვას ითხოვს, მისი თქმით თვითმმართველი  ქალაქის სტატუსის აპელირებით , სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება, როგორიც არის დეცენრალიზაცია და თვითმმართველობის კოპეტენციაში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის ბერკეტები.   

,,თუკი არ იკვეცავენ უფლებამოსილებას სამინისტროები და არ გადმოეცემა ეს უფლებამოსილება თვითმართველობას, თუნდაც არჩეული გვყავდეს ან დანიშნული მერი.  მნიშვნელობას ვერ ვხედავ რა იცვლება?“ - ამბობს ჟურნალისტი.

პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილიც გამოვიდა. მან მზადყოფნა გამოთქვა საჯარო დისკუსიებში მონაწილეობის გაგრძელებაზე და აღნიშნა, რომ  წარმოდგენილი თვითმმართველობის პროექტი არსებულ კანონმდებლობაზე უფრო სრულყოფილია: ,,თუკი ვაძლევთ  მოსახლეობას უფლებას, რომ აირჩიოს პრეზიდენტი, აირჩიოს დეპუტატი, რატომ არ ვაძლევთ უფლებას რომ სოფელმა აირჩიოს თავის თავკაცი და რატომ არ ვაძლევთ უფლებას ქალაქელებს, რომ აირჩიონ საკუთარი გამგებელი და  მერი,“ -  განაცხადა ვახტანგაშვილმა. 

საზოგადოების წარმომადგენლებისთვის თვითმმართველობის კანონპროექტის გაცნობის პარალელურად, მისი განხილვა  საკანონმდებლო ორგანოში უხლოეს მომავალში დაიწყება. 

ახალი ამბები