კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უნივერსიტეტის ახალი რექტორი და მოხსნილი კანდიდატურები

12 ნოემბერი, 2013
 
ნინო გვარიძიშვილი, კახეთი

8 ნომებერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე ასოცირებული პროფესორი,  აკადემური საბჭოს წევრი და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი დეპუტატი ავთანდილ ღელაღუტაშვილი აირჩიეს. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე კანდიდატმა  საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

ელიზბარ ელიზბარაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც კანდიდატურა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნა: ,,ბატონ ავთოსთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, კარგად ვიცნობ მის პიროვნეულ თვისებებს, ბუნებით არ არის დიქტატორი და შეუძლია კარგი თანამშრომლობა, ჰქონდა კარგი პროგრამა, რომლის განხორციელება შესაძლებელია ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით, სწორედ ამიტომ მის სასარგებლოდ მოვხსენი კანდიდატურა’’ - აცხადებს ელიზბარაშვილი. მისივე თქმით, უნივერსიტეტის უმთვარეს პრობლემას და გამოწვევას  შელახული ავტორიტეტის აღდგენა წარმოადგენს და ახალმა რექტორმა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.

,,აღნიშნულ პოზიციაზე ჩემი არჩევა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, მე გააზრებულად გადავდგი ეს ნაბიჯი და მოლოდინებიც დიდი მქონდა. დიდი ხანია ვმუშაობ უნივერსიტეტში, ვიცი ყველა მისი პრობლემა და მყავს ძალიან კარგი გუნდი’’,-ამბობს უნივერსიტეტის ახალი რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი.

ახალი ამბები