კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

12 ნოემბერი, 2013
 
წყარო: ინტერპრესნიუსი

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ა. დღეს დაჭრილი იპოვეს. უცნობმა პირებმა მას ყური მოაჭრეს, სცემეს, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადეს და ადგილზე დატოვეს. მას სავარაუდოდ, ფეხიც აქვს მოტეხილი. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
 
დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება. გარდა ამისა, პოლიციელებს ჩვენებას აძლევს ასევე ის პირიც, ვის გაუპატიურებასაც, არსებული ინფორმაციით,  პატრულის თანამშრომელი ცდილობდა. საქმე აღიძრა ასევე გაუპატიურების მცდელობაზეც.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პატრულის დაჭრილ თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც დღეს ის ნაცემი დატოვეს. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ პატრულს საკუთარ მეგობართან, მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. 

"პატრულს საკუთარ მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. პატრულის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დადგენილია თუ ვინ სცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ეს მისი მეჯვარეა. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ვერსიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვერსიაზე, რომელიც უკავშირდება პატრულის მიერ მისი მეგობრის საცოლის გაუპატიურების მცდელობას. როგორც ვიცით, არსებობს დაზარალებულიც და მოწმეებიც. რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, რომ ეს ასე იყო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგობიანმა. 

ახალი ამბები