კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდი ტვირთები ახალგორში

13 ნოემბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების გამარტივება და ტვირთების შეტანაზე აკრძალვის მოხსნა – ახალგორელები ახალარჩეული პრეზიდენტის იანუგურაციის შემდეგ სწორედ ამ ცვლილებებს ელიან. 

ახალგორის მიმართულებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე სატვირთო მაქნანების რიგი არ წყდება. ამჯერად „სატვირთოში“ არა მხოლოდ დიდი მაქნანა, მსუბუქი ავტომანქანაც (რომელიც სხვადასხვა ტპის ტვირთით არის გამოჭედილი) იგულისხმება. მათი ჯაჭვი ორივე მხარეს – თბილისისკენ და ახალგორისკენაც რამდენიმე ასეულ მეტრშია გაჭიმული.

ბოლო დროს რუსმა სამხედროებმა იმის გამო, რომ მგზავრები აღნიშნული რიგების გამო არ შეყოვნებულიყვნენ, ახალი წესი შემოღეს: სამარშრუტო ტაქსები რიგში აღარ დგებიან და პირდაპირ მგზავრთა სარეგისტრაციო ჯიხურთან მიდიან. ეს არის კაპიტალურად აგებული შენობა, რომელშიც კარგი რემონტი და გათბობაა (ზაფხულში კი - ვენტილაცია). 

სარეგისტრაციო „ჯიხურზე“ რუსულ ენაზე ნაბეჭდი რამდენიმე განცხადებაა გაკრული, რომლებიც მგზავრებს მგზავრობისთვის საჭირო საბუთებისა და წესების შესახებ განუმარტავს. ბოლო განცხადება სწორედ ტვირთებს ეხება. განცხადებაში ხაზგასმით წერია: „ცხინვალში მიღებული მიმდინარე წლის 18 ივნისის ბრძანებით, გარდა პირადი მოხმარების ნივთებისა, 50 კილოგრამზე მეტი პროდუქციის გადატანა სამხრეთ ლენინგორის მიმართულებით ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე აკრძალულია“. 

ამ ბრძანების მიუხედავად, 50 კილოგრამზე მეტი პროდუქციის ახალგორში შეტანას ყველა ცდილობს, ოღონდ არა მთლიანად, არამედ ნაწილ-ნაწილ. რაც ყველაზე საგულისხმოა, 50 (ან უფრო მეტ) კილოგრამ ცემენტის, ან ფქვილის დანაწილება იქვე, ქართულ ბლოკ-პოსტსა და რუსულ საგუშაგოს შორის (სადაც დე ფაქტო საზღვარია მოწყობილი) არსებულ ტერიტორიაზე ხდება და ამას თავად რუსი სახმერდოებიც კარგად ხედავენ. ამ ტერიტორიას, რომელიც დაახლოებთ 500 კვ.მეტრს მოიცავს, „ნეიტრალურს“ უწოდებენ. მართალია, თავად რუსი სამხედროები ხედავენ, თუ როგორ ანაწევრეენ დიდი რაოდემობის ტვირთს შემომტანები, მაგრამ მათ ამაზე არანაირი რეაქცია არ აქვთ. არც საყვედურებენ, არც ეკითხებიან – ნაწილ-ნაწილ რატომ შემოგაქვთო. როგორც ჩანს, მათ სწორედ ასე ურჩევნიათ, რომ დე ფაქტო საზღვარზე ერთიანი ტვირთის ნაცვლად, ასე დანაწევრებული ჩაატარონ. 

ადგილობრივები ამას იმით ხსნიან, რომ ცოტ-ცოტა ტვირთის გასინჯვა უფრო ადვილია, ვიდრე - ბევრის. მით უმეტეს, რომ კონტროლი დე ფაქტო საზღვარზე გამკაცრებულია. თუკი ადრე რუსი სამხედროები სამარშრუტო ტაქსებს და კერძო მსუბუქ ავტომობილებს მხოლოდ ზედაპირულად ათალიერებდნენ (სალონში შეიხედავდნენ და მძღოლს საბარგულს ახსნევინებდნენ), ახლა ამასთან ერთად, სარკით ძარის ქვეშაც ამოწმებენ, რამე ხომ არ არის აკრული.   

დიდი რაოდენობის ტვირთი ახალგორში მათ შეაქვთ, ვინც ახალგორსა და ცხინვალში ბიზნესით არის დაკავებული. ასეთები ორივეგან თავიანთ პროდუქციას (სამშენებლო მასალას, პროდუქტს, იშვიათად ტანსაცმელს), ფაქტობრივად, ორმაგ ფასში ყიდიან. 

სწორედ ამიტომაც რაიონში ყველა საუბრობს, რომ დიდი რაოდენობის ტვირთის აკრძალვა იმისათვის იყო გამიზნული, რომ ვლადიკავკაზიდან ახალგორში შემოსული რუსული პროდუქცია კარგად გაყიდულიყო. რამდენადაც ახალგორში პროდუქცია თბილისიდან შედის, ეს დიდ კონკურენციას უწევს რუსულ პროდუქტს, რადგან ქართული გაცილებით იაფია, ვიდრე რუსული. 

შეგახსნებეთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ცხინვალმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც 18 სექტემბრიდან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქართულსანომრენიშნიანი ავტომანქანა დე ფაქტო საზღვარს ვეღარ გადაკვეთდა. ამასთანავე, იმავე ბრძანებით, იკრძალებოდა ყოველგვარი პროდუქციის შეტანა, გარდა პირადი მოხმარების ნივთებისა. ამ კარძალვის მიზეზად დე ფატქო ხელისუფლება კონრაბანდულ პროდუქციას ასახელდებდა, “რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შედიოდა”. 

აღნიშნული ბრძანება 18 სექტემბრიდან მხოლოდ ნაწილობრივ შევიდა: ავტომანქანები ქართული სანომრე ნიშნით შედიან, მაგრამ ერთბაშად 50კილოგრამზე მეტი ტვირთის შეტანა აკრძალულია.   
ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით ამ პრობლემას მოაგვარებს.   

„იქნება ინაუგურაცია და მერე იქნება, რამე გვეშველოს. თორემ აქაურები ძალიან ვწვალობთ. ვისაც რამე ბიზნესი აქვს, ხომ ხედავთ, საათობით რომ დგანან “ტეკზე”? ჩვეულებრივ ხალხს კი საგზაო წესების გაადვილება გვინდა. სტუმრად შემოსვლა მაინც მოახერხონ იმ ახალგორელებმა, ვისაც აქ ნათესავები ჰყავს, სახლი აქვს და ა.შ.,” – ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი.

რა შეიცვლება ამ მხრივ, ჯერ კონკრეტულად არაფერია ცნობილი. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, უახლოეს პერიოდში ცხინვალი აღნიშნილთან დაკავშირებით არაფრის შეცვლას არ აპირებს.   

ახალი ამბები