კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

14 ნოემბერი, 2013
 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. 

2013 წლის 12 ნოემბერს, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს უცნობი პირები დაესხნენ თავს, მოაჭრეს ყური, სცემეს, გახადეს პოლიციის ფორმა და ადგილზე მიატოვეს. შემთხვევა კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ დაიწყო გამოძიება, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიმართ, ასევე სავარაუდოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. სამინისტროს განცხადებით, უკვე დაკავებულია ეჭვმიტანილიც. 

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტი ყოველმხრივ, სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს. დაუშვებელია, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირებმა შურისძიებით, თვითნებურად სცადონ დამნაშავის დასჯა. მსგავსი შემთხვევების პრევენცია კი მხოლოდ სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები