კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეს კონკურსი კი არა, ადამიანის უფლებების შელახვაა“ - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები

14 ნოემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

კონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ  ქალაქის თვითმმართველობის ორგანომ იმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, ჯერაც არ დასრულებულა. კონკურსის მონაწილეების თქმით, საკონკურსო-საატეტაციო კომისია, რომელსაც სათავეში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უდგას, პროცესს აჭიანურებს, რაც კონკურსის მონაწილეების აღშფოთებას იწვევს.

აღნიშნულმა კომისიამ, რომელმაც წინასწარ გაცხადებული პირობის თანახმად, კონკურსანტების საბუთების მიღება 4 სექტემბერს შეწყვიტა, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებები დროებით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეაჩერა. მათ სწორედ ასე ახსნეს მაშინ, მერიაში შეჩერებული საკონკურსო პროცესი. თუმცა, როგორც ირკვევა, არც 27 ოქტომბრის შემდეგ შეცვლილა რამე და კონკურსანტები კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან.

„ეს არის უპასუხსიმგებლო დამოკიდებულება ჩვენი კონკურსანტების მიმართ. საინტერესოა, რა არის ამდენი გადაუწყვეტელი და  დაუსრულებელი. თუ არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა რომ ჩაეტარებინათ კონკურსი, რატომ დაიწყეს საერთოდ? მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო მომენტი. კერძოდ, სურთ მოიყვანონ და დაასაქმონ ისეთი ადამიანები, ვინც მათი ახლობლები არიან და შესაბამისად, კონკურსი არ ჭირდებათ. უბრალოდ, დრო ჭირდებათ, რომ ადამიანებმა, საზოგადოებამ ყურადღება მოადუნოს“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი კონკურსანტი, სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე.

ქუთაისის მერიაში ე.წ. საკუთარი კადრის დასაქმებაზე საუბრობს კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე ფიქრია ბერაძე. ბერაძის განმარტებით, კონკურსის ყველა ვადა დიდი ხანია ამოწურულია, მერიის სამსახურებს კი, კვლავ მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ.

„ეს კონკურსი, რომელიც ქუთაისის ყოფილმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა გამოაცხადა და დადებითი ცვლილებებისკენ იყო მიმართული, მისი წასვლის შემდეგ მარაზმში გადაიზარდა. ის, რომ კონკურსის პრეცენდენტი მოხდა, სწორედ ბატონი დიმიტრის დამსახურებაა. დღეს კი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სასიკეთოდ დაწყებული საქმე დაამახინჯონ და პირად ინტერესებს მოარგონ. მე მეუბნებიან, რომ კონკურსისთვის არასრული დოკუმენტაცია წარვადგინე. ანუ, CV-თან ერთად ითხოვდნენ ავტობიოგრაფიას. ჩემთვის გაუგებარია რა საჭიროა ერთდროულად ამ ერთიდაიგივე შინაარსის დოკუმენტის წარმოდგენა. უბრალოდ, ეს უსუსური არგუმენტია საიმისოდ, რომ კანდიდატურა დაბლოკონ“, - ამბობს ფიქრია ბერაძე. 

კონკურსანტები აცხადებენ, რომ გაჭიანურებული პროცესი აფერხებს მერიის სამსახურების მუშაობას, რაც საბოლოო ჯამში, როგორც ქალაქის ყოველდღიურობაზე, ისე მის იმიჯზე უარყოფითად აისახება: „ამ ხალხმა ხელოვნურად შექმნა ეს ვითარება. ამით კი, ჩვენი უფლებები უხეშად დაარღვია. საკმარისი იყო გამოეცხადებინათ სერიოზული კონკურსი, რომ ყველაფერი აეწყობოდა და შესაბამისად, ვითარება დალაგდებოდა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უხერხულია ის არასერიოზულობა, რაც ქუთაისის მერიაში ხდება“, - ამბობს ფიქრია ბერაძე.  

კომისიაში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და პროცესის გაჭიანურება მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ ყველაფერი სათანადოდ ჩატარდეს: „ჩვენი მიზანია, ეს კონკურსი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ჩატარდეს, რომ საბოლოოდ მაღალკვალიფიციური კადრი შევარჩიოთ და მერიის სამსახურებმა გამართულად, მაღალპროფესიული ხელმძღვანელების პირობებში განაგრძონ მუშაობა“, - ამბობს ქუთაისის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი.

ახალი ამბები