კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე გაფიცვის შესახებ

15 ნოემბერი, 2013
 
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას გამოვხატავთ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების მიმართ, რომლებმაც 14 ნოემბერს  შპს “საქართველოს რკინიგზაში“ გაფიცვა გამოაცხადეს. 

გაფიცვის უფლება ადამიანის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებაა და იმედს ვიტოვეთ, რომ რკინიგზელებს ეს უფლება არ შეეზღუდებათ და მათი პრობლემებისადმი საზოგადოებაც სოლიდარული იქნება. 

ჩვენ გაფიცვის მთელს მიმდინარეობას გავუწევთ მონიტორინგს და ადგილზე დავაკვირდებით, რათა არ დაირღვეს რკინიგზელებისათვის კანონის ძალით მიერ მინიჭებული გაფიცვის უფლება. 

ასევე, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია კონსტრუქციული მოლაპარაკების ფორმატში იმოქმედებს და შეხვდება რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებს, რათა პრობლემური შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები დიალოგის გზით გადაწყდეს.   

ჩვენ ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის გამართული მუშაობა სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, გაფიცვამ უფრო რთული და მტკივნეული სახე რომ არ მიიღოს, არსებულ ვითარებაში, ერთადერთ სწორ გამოსავლად დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის დიალოგი გვესახება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი,
საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო,
კონსტიტუციის 42-ე მუხლი,
მედიის ინსტიტუტი,
საზოგადოებრივი დამცველი,
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი,

ახალი ამბები