კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რიჩარდ ნორლანდი: „საქართველოს მოუწევს, ბოდიში მოიხადოს წარსულის შეცდომებისთვის“

15 ნოემბერი, 2013
 
ნინო ჩიჩუა, frontnews.ge

საქართველოში აშშ–ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის აზრით, „ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ”.
 
ამის შესახებ ნორლანდმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
 
„რაც შეეხება ოკუპირებული ტეროტორიების დაბრუნების შესაძლებლობას, ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაში განსახილველი თემა და აქ სწრაფი გადაჭრა, როგორც ასეთი, არ არის. არ მიმაჩნია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი განიხილავენ საკუთარ მომავალს მხოლოდ ერთი – ჩრდილოეთის მიმართულებით. მათ ბევრი შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის – ეკონომიკური, სამხრეთითაც. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ „აბრეშუმის გზაზე“, სატრანზიტო დერეფანზე, რომლის ნაწილად ყოფნის სურვილი, ვფიქრობ, ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმში თუ გუდაუთაში ცხოვრობენ. ჩემი პირადი შეხედულება თუ გაინტერესებთ, მაშინб როდესაც 20 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი ეუთო–ს წინამორბედი ორგანიზაციის ეგიდით, თქვენი  დინამიკა მაშინ მაგონებდა ისეთ ვითარებას, რომ ქართველები ეპყრობოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს დაახლოებით ისე, როგორც რუსები ეპყრობოდნენ მანამდე თავად ქართველებს. აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ თავი ეგრძნოთ უმცირესობად საქართველოში. იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი  თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის. განტოლების მეორე მხარე არის ის, რომ უფრო წარმატებულად უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების მართვა, რადგან რუსეთი უდავოდ შეეცდება გამოიყენოს სისუსტეები, მაგრამ გამოცდილება იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთის პერიფერიაზე მდებარეობენ, გვაჩვენებს, რომ ამ ურთიერთობების მართვა შესაძლებელია წარმატებულად კონფლიქტების თავიდან აცილებით“, – განაცხადა ნორლანდმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამას მოახერხებს.

ახალი ამბები