კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი კახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

18 ნოემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

2013 წლის 12 ნოემბერს გურჯააანში,  „სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება კახეთის რეგიონში“  პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.   

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანასებით. პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება და სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისთან ერთად, რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა რეკომედანციის მომზადება.

შეხვედრას ესწრებოდნენ გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, დედოფლისწყაროს და ყვარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

სახალახო დამცველის საკონტაქტო პირმა ლია ხუროშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ზემოაღნიშნული პროექტი და ესაუბრა მის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს  შეუწყობს სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას კახეთის რეგიონში: "ამ პერიოდში, რაც ეს პროექტი ხორციელდება, მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა დიდი ინტერესი და ბევრი მათგანი მოგვმართავს. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტრესო საქმეებს სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისთან ვათანხმებთ და ამის შემდეგ შესასწავლად ადგილზე გავდივართ. ეს პროექტი ნამდვილად შეუწყობს ხელს სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას კახეთის რეგიონში და მოსახლეობასაც უფრო ინფორმირებულს გახდის," - აღნიშნა ლია ხუროშვილმა.

აღნიშნული პროექტი ხუთ თვიანია,  15 ივლისს დაიწყო და 15 დეკემბერს დამთავრდება.

ახალი ამბები