კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საყდრისის საბადოზე ოქროს გამალებით ეძებენ

20 ნოემბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ბოლნისის რაიონ დაბა საყდრისში მდებარე ძვ.წელთაღიცხვის 3030-2918 წლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წელს სტატუსი მოუხსნეს. კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ თავდაპირველად აღნიშნული ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი დაუსაბუთებლად იქნა გაცემული. დღესდღეობით, ადგილზე ოქროს მოპოვების მიზნით, სპეციალური ბრიგადები მუშაობენ.

არქეოლოგები კი,  რომლებიც წლებია აღნიშნულ საბადოს აკვირდებიან და ადგილზე ათასობით უძველეს დროში ოქროს მოპოვებისთვის საჭირო ნივთი აღმოაჩინეს წუხილს გამოთქვამენ, რომ ქვეყანამ საკუთარი ნებით თქვა უარი  კულტურულ მემკვიდრეობაზე. მათი განცხადებით, საყდრისის კარიერი  ამ ეტაპზე მსოფლიოში უძველესი ძეგლია, სადაც ოქროს მოპოვება სამთო წესით ხდებოდა.

მიუხედავად არქეოლოგების მცდელობისა კულტურის სამინისტრომ ძეგლს სტატუსი მოუხსნა და კომპანია ,,ერ ემ ჯი“-ს, რომელიც დაინტერესებული იყო აღნიშნულ ადგილას ოქროს ძიებით, ხელ-ფეხიც გაეხსნა. მართალია, სამინისტრო ირწმუნება, რომ არც ერთი არქეოლოგიური კვლევა საბადოზე ოქროს კვალზე არ გასულა,  მაგრამ საყდრისში ოქროს დღეს გამალებით ეძებენ. 

Humanrights.ge საყდრისის საბადოს  ესტუმრა და გადაიღო სამუშაობი, რომელიც კარიერზე ამ დროისთვის მიმდინარეობს. დმანისის რაიონის ცენტრალური გზიდან საბადოსკენ მიმავალ მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილები 10-15 წუთიანი შუალედით დადიან. სატვირთოები კარიერიდან დატვირთულები ბრუნდებიან. საყდრისის საბადოზე მუშები გვისხნიან, რომ მიმდინარეობს საბადოზე დაზვერვისა და ბურღვის სამუშაოები. ამბობენ, რომ ნედლეულის დამუშავება იქვე მთის გადაღმა ხდება და ამ პროცესს ,,დასხურება“ ეწონდება. შედეგად, ნედლეულიდან ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით ოქროს და სპილენძს ღებულობენ.

მადნის მოპოვება აქტიურად ორი კლდის ფერდზე ხდება. დაშლილი ლოდებისგან ცალკე გორაა გაკეთებული. კლდის ფერდზე კი ღია ცისფერი და ოქროსფერი ფენები მოჩანს. ჩამოცვენილი ლოდების უმეტესობაც ყვითელი, მბზინავი შეფერილობისაა. კლდეების დაშლისა და  ბურღვითი სამუშაოების გამო აქ, უკვე რთული აღმოსაჩენია პირველი ოქროს მაძიებლების კვალი. 

ახალი ამბები