კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში საჯარო სამსახურებში ჩასატარებელ კონკურსს აპროტესტებენ

20 ნოემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეტანილი ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის პირველ იანვრამდე საჯარო სამსახურებში უნდა ჩატარდეს კონკურსი, გურიაში არაერთმა ადამიანმა და მათ შორის, საჯარო მოსამსახურემ გააპროტესტა. მიმდინარე წლის 15 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ამ საკითხის გატანაში ხელი „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა შეუშალა. 

სხდომა ორიოდე წუთის დაწყებული იყო, როცა დარბაზში ხმაურით შემოვიდნენ: „ქართული ოცნების“ წევრი“  ნუგზარ ცინცაძე, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის უფროსი გოგი გეგიაძე, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების  უფროსი ზაალ სანაძე, „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ზენაიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი. ისინი სხდომის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. 

ნუგზარ ცინცაძე, „ქართული ოცნების“  წევრი: „მე კონკურსის ჩატარების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ საკონკურსო კომისიის შემადგენლობას ვაპროტესტებ.  საკონკურსო კომისიაში აპირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები შეიყვანონ. ვინ უნდა იყვნენ ამ კომისიის წევრები, ისევ ნაციონალები? მათ როგორ უნდა გამოსცადონ ვინმე? ყველამ ხომ ვიცით, რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა მთელი ცხრა წლის მანძილზე. ასეთ შემთხვევაში, ვერ ჩაატარებენ კონკურსს. თუკი მოიწვევენ სხვა ადამიანებს, მაშინ ცხადია, მე კონკურსის წინააღმდეგი არ ვარ“

საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახა და სხდომა ორი საათით გადაედო.

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი ამბობს, რომ სხდომაზე შემოჭრილი პირები არა მხოლოდ კომისიის სავარაუდო შემადგენლობას, არამედ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც აპროტესტებენ: „ჩვენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ელემენტარული მოთხოვნები შევიყვანეთ, რომლის დაკმაყოფილება ადამიანს, რომელსაც საჯარო სამსახურში დასაქმებაზე ექნება პრეტენზია, არ უნდა გაუჭირდეს. თანაც ეს არის პროექტი და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. კონკურსი კი აუცილებლად ჩატარდება, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიმდინარე წლის 29 ივნისს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც 2014 წლის პირველ იანვრამდე კონკურსი უნდა ჰქონდეს გავლილი ყველა საჯარო მოხელეს გარდა გამგებლისა და მისი მოადგილისა. ეს მოხდება არა მხოლოდ ლანჩხუთში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში. თუმცა როგორ და რა ფორმით ჩატარდება კონკურსი, ეს ჯერ კიდევ არაა დადგენილი,“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე აცხადებს, რომ კანონი ყველასთვის კანონია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს: „ახლა საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კონკურსი და ვინ უნდა იყოს კომისიის შემადგენლობაში. მალე ესეც გაირკვევა. სისულელეა, გააპროტესტო კანონი, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს და ყველასთვის ერთია“, – ამბობს ჩხაიძე. 

ახალი ამბები