კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყე მავთულხლართებს მიღმა და 200 ლარიანი დახმარება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას

20 ნოემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

200 ლარიან დახმარებას გათბობისთვის  გორის რაიონში  26 სოფლის მაცხოვრებლი მიიღებს. ეს ის სოფლებია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. აქ მოსახლეობას ზამთრისთვის შეშა ვერ მოაქვს, რადგან ტყე მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა.

დროებითი სამთავრობო კომისიის გდაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა მოსახლეობამ უშაუალოდ გათბობისთვის უნდა გამოიყენოს. გორის მუნიციპალიტეტის სოფლის მეუნეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ხიდაშელის  განმარტებით, მათ დროებით სამთავრობო კომისიას მიმართეს თხოვნით, რომ გათბობისთვის გათვალისწიბებული 200 ლარიანი დახმარება 100 ლარით გაზრდათ თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

რწმუნებულებს იმ ოჯახების სიები უკვე დაზუტებული აქვთ, ვინც გამოსაზამთრებლად სოფელში რჩება. დიცის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ზაქარია ბატიტაძის განცხადებით,  200 ლარიან დახმარებას დიცში, არბოსა და ქორდში მცხოვრები 960 ოჯახი მიიღებს: ,,პირველ ეტაპზე ეს მართალაც დაეხმარება მოსახლეობას იმისთვის რომ შეშა იყიდოს, მაგრამ ეს არარის საკმარსი, თუმცა შემდეგ, მოსახლეობა გაყიდის მოსავალს და შემდეგ უკვე საკუთარი ხარჯებით იყიდიან შეშას“.

გორის რაიონის საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის განმარტებით აღნიშნული თანახით, გამოსაზამთრებლად სამყოფ შეშას ვერ შეიძენენ: ,,მადლობლები ვართ, მაგრამ ნამდვილიად არ გვეყოფა, ორასი ლარით განა რამდენი შეშა მოგვივა“ - ამბობს ლალი გუდიშვილი, საოკუპაციო ხაზთან არსებული ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი. 
ჯამში გამოყოფილია დაახლოებით 2 000 000 ლარამდე და იგი 9 500-მდე ოჯახზე განაწილდება. 

ახალი ამბები