კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,საია“–ს შემაჯამებელი ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

21 ნოემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,საიას“ გორის ოგანიზაციის თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ანგარიში ჟურნალიტებს და არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო. ,,საია“–ს გორის ოგანიზაციის თავმჯდომარის ქეთევან ბებიაშვილის განმარტებით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში,  ისე არჩევნების დღეს, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა იყო გარკვეული დარღვევები, ერთ–ერთ ასეთ ფაქტად ბებიაშვილი საოლქო კომისიის მხრიდან საუბნო საარჩევნო  კომისიის წევრების დაკოპლეტებას ასახელებს, გორის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის 70 წევრი დაფიქსირდა, რაც მისი თქმით კანონთან შეუთავსებელია. 

,,საოლქო კომისიის მიერ დანიშნული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან გორის შემთხვევაში 70 პარტიულ კუთვნილებას წარმოადგენდა, რაც შეეხება არჩევნების დღეს,  ჩვენ ასევე განვახორციელეთ მონიტორინგი, გამოვლენილი დარღვევები ძირითადად დაფიქსირდა საჩივრების თვალსაზრისით და შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რა დროსაც დისციპლინური პასუხიმგებლობა დადგა რამდენიმე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ“– განაცხადა ქეთევან ბებიაშვილმა

ახალი ამბები