კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის რეგიონში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დასრულდა

21 ნოემბერი, 2013
 
ნინო გვარიძიშვილი, კახეთი 

კახეთში არსებითი დარღვევები, რომლებიც საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობას გამოიწვევდა, არ დაფიქსირებულა. ძირითადი პასუხისმგებლობის სახეები, რაც დარღვევებისთვის კომისიის წევრებს დაეკისრათ, შენიშვნა და სიტყვიერი გაფრთხილებაა.  

საგარეჯოს საოლქო კომისიაში სულ ორი საჩივარი დაფიქსირდა. ლეიბორისტული პარტიის საჩივარი, რომელიც უკავშირდებოდა შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებულ უთანხმოებას განუხილველად დატოვეს. საგარეჯოს საოლქო კომისიის თავჯდომარის მანანა ბარიხაშვილის განცხადებით, საჩივარს კომისიის მდივანმა დაუდგინა ხარვეზი და მისცა გამოსასწორებელი დრო, ამ დროის განმავლობაში ხარვეზი მხოლოდ  ნაწილობრივ გამოსწორდა. მეორე საჩივარი, რომლის ავტორი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკმაყოფილდა. საუბარი ეხებოდა შემაჯამებელ ოქმში ორი ნაკვეთურის არარსებობას. აღნიშნულის განხილვისას შენიშვნა მიეცათ 06, 09 ,22, 29, 35, 48 საარჩევნო უბნების თავჯდომარესა და 48 საარჩევნო უბნის მდივანს. 17 საარჩევნო უბნის თავჯდომარესა და მდივანს გამოუცხადეს გაფრთხილება. 

გურჯაანის N12 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ დაფიქსირდა 22 საჩივარი. ამათგან ერთი საჩივრის საფუძველზე, რომლის ავტორი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა. როგორც საჩივარშია აღნიშნული, საუბნო საარჩევნო კომისიის აბრის გვერდით, აღმართული იყო  მპგ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დროშები, ეს კი იყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევა, რადგან საარჩევნო დღეს უბაზე ნებისმიერი სახის აგიტაცია აკრძალულია.   

სიღნაღი საჩივართა სიმრავლით არ გამოირჩეოდა. აქ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ერთი საჩივარი შედაგინა. საჩივარი წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევებს შეეხებოდა. ამასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი.

დედოფლისწყაროს N 14 საოლქო საარჩევნო კომისიაში კი,  შევიდა ორი საჩივარი, რომლებიც შეადგინა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, კენჭისყრის პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით. არცერთ მათგანი არ დაკმაყოფილდა: ,,მომჩივანი უთითებდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: შეზუდული უნარების მქონე პირის მეუღლეს არ მისცეს უფლება მეუღლის ნაცვლად მოეთავსებინა ყუთში საარჩევნო ბიულეტინი, ამით შეეზღუდათ მათ კონსტიტუციური უფლება და დამკვირვებელი ითხოვდა თავჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, საჩივარი მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს,’’ - აღნიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ, ბატონმა დავით ბუჩუკურმა. 

ლაგოდეხის, ახმეტისა და ყვარლის  საარჩევნო ოლქში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. თელავის საარჩევნო საოლქო კომისიაში კი ექვსი საჩივარი შევიდა. აქედან ყველა განიხლეს და დააკმაყოფილეს, მომჩივანი მხარეები ძირითადად აქცენტს აკეთებდნენ პროცედურული ნორმების დარღვევაზე. 

ახალი ამბები