კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშს მტკიცებულებად განიხილავენ

21 ნოემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად არის წარდგენილი. აღნიშნული შესახებ, 19 ნოემბრის სხდომაზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენის ეტაპზე განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა წარდგენა ხდებოდა. 

სხდომის დაწყებისთანავე ვანო მერაბიშვილმა განცხადების გაკეთება ითხოვა და კულტურის სამინისტროს მიერ რაბათის მეჩეთისათვის ოქროს გუმბათის შესაძლო მოხსნას გამოეხმაურა: „შევიტყვე, რომ კულტურის სამინისტრო აპირებს რაბათში გუმბათის დემონტაჟს. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, წაშალონ ჩვენი კვალი და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.  მე მინდა მათ ვუთხრა,  რომ რაც არ უნდა გააკეთონ, ამას ვერ მოახერხებენ. თუნდაც ასეთი სამარცხვნო სასამართლო პროცესები გაიმართოს, როგორიც დღეს ამ დარბაზშია 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ კვალს ვერასდროს წაშლიან“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

სხდომის დასასრულს მხარეებმა  დააყენეს შუამდგომლობა ზოგიერთი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე შემდეგ სხდომაზე მიიღებს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა 27 ნოემბერს განახლდება. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა 30 მაისს შეუფარდა. გამოძიება მერაბიშვილს 26 მაისის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები