კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ICOMOS საქართველო კულტურული მემკვიდრეობის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

22 ნოემბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

ICOMOS საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს "კულტურული მემკვიდრეობის კანონში" ცვლილებებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ICOMOS საქართველო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ რედაქციას. ამასთან უზრუნველყოს კანონპროექტის ფართო განხილვა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით.
 
ICOMOS საქართველო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციის გამართვასაც გეგმავს.

დღეს გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად "გთავაზობთ: "SOS! კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უქმდება!

ICOMOS საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით.

კანონპროექტი მიზნად ისახავს "კულტურული მემკვიდრეობის კანონის" მე-17 მუხლის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას" ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდება სამინისტროსთან შეთანხმებით და საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. აქამდე არსებული რეგულირებით ძეგლის სტატუსის მოხსნა დაიშვებოდა მხოლოდ ძეგლის მიერ მისი ღირებულებები დაკარგვის შემთხვევაში.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან (მუხლი 34.2) და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მომავალს. შემოთავაზებული მექანიზმი უზრუნველყოფს მთავრობის მხრიდან გამარტივებული წესით ძეგლის სტატუსის მოხსნას, ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას და მთავრობის აგრესიული ჩარევის საფრთხეს ქმნის.

შედეგად ეკონომიკური განვითარების სახელით კულტურული მემკვიდრეობის მორიგი ნგრევის მოწმენი გავხდებით. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა კულტურის სამინისტროს მიმართ, ძეგლის სტატუსი მოეხსნა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორი შენობისათვის, მათ ადგილზე "ახალი ფუნქციის მქონე ნაგებობების აშენების მიზნით". 

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ინიცირების პროცესში არ ყოფილა ჩართული პროფესიული საზოგადოება და საპარლამენტო განხილვები მიმდინარეობს დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე.

აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ცვლილების მიხედვით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იხსნის პასუხისმგებლობას, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ძნელად თუ აანალიზებს, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მან.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ამგვარი ნორმის ანალოგი და ძეგლის სტატუსის მოხსნა მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მრავალწლიანი განხილვის ფონზე ხდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, გამოიჩინოს სიფრთხილე, არ დაუჭიროს მხარი მის წარმოდგენილ რედაქციას და უზრუნველყოს კანონპროექტის ფართო განხილვა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა",-ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები