კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და დეპუტატების შეცვლილი აზრი

25 ნოემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

სოფლის რწმუნებულებს და სპეციალიტებს უმაღლესი განათლება აღარ მოეთხოვებათ,  აღნიშნული ცვლილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე  სხდომაზე დამტკიცდა. ადგილობრივ თვითმმართველობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დადგენილებაში შესატან ცვლილებას მხარი 7 დეპუტატმა არ დაუჭირა, წინა სხდომაზე კი ყველა დეპუტატი მოითხოვდა რწმუნებულების უმაღლეს განათლებას და საკითხი ჩავრდა. 

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე თვლის, რომ უმაღლესი განათლება ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის სოფლის რწმუნებულებსაც უნდა მოეთხოვოთ. ხმალაძის განცხადებით დეპუტატებზე ზეწოლა მოხდა და მათ ამის გამო შეიცვალეს დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ.

ზვიად ხმალაძე: ,,ჩვენ დროს ძალიან ხშირად იყო კამათი მაგრამ არასდროს არ მომხდარა რომ საკრებულოს საკითხი ჩაეგდოს და ერთ კვირაში დეპუტატების უმრავლესობას აზრი შეეცვალოთ, ვფიქრობ, რომ ზეწოლა მოხდა დეპუტატებზე“

თემურ ნაოჭაშვილი დეპუტატი: ,, წინა სხდომაზე არ იყო საკითხი სრულყოფილად შემოტანილი ვერ გავარკვიეთ მაშინ რა ხდებოდა და ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი, ახლა საკითხის სრულყოფილად განვიხილეთ. იმ რწმუნებულებს ვისაც დიპლომი არ აქვთ, ხელს ვერ ვკრავთ, რადგან მათ   ერთი წელი იმუშავეს და კარგად გაართვეს თავი თავიანთ მოვალეობებს“.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ დეპუტატებზე ზეწოლას ადგილი არ ქონია, მისი თქმით ცვლილების შედეგად ის რწმუნებულებიც მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვთ.

დავით რაზმაძე: ,,სოფელს თავის სპეციფიკა აქვს, უმაღლესი განათლება არ აქვთ მაგრამ მოვალეობას კარგათ ართმევენ თავს, ისინი გულდაწყვეტილები არიან  და გვთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა მივაღებინოთ.“

აღნიშნული საკითხი ფრაქცია ,,უმარავლესობამ“ დააყენა თუმცა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში აღნიშნული ცვლილებების შეტანას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელიც მოითხოვდა.  

პაპუნა კობრიძე,  გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ,,იმ ფუნქციას რასაც ასრულებენ დღეს ჩემ მიერ დანიშნული რწმუნებულები, ნამდვილად არ ჭირდება უმაღლესი განათლება, მე სოფელში მჭირდება ადამინი რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს, უყვარს სოფერლს. შეიძლება უმაღლესი განათლების მქონე ადამიანზე უფრო მეტი საქმე საშუალო განთლების რწმუნებულმა გააკეთოს“ 

8 ნოემბერს გამრთულ საკრებულოს სხდომაზე  ადგილობრივ თვითმართველობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დადგენილებაში შესატან ცვლილებას, რომელიც სოფლის რწმუნებულებისთვის და სპეციალიტებითვის უმაღლეს განთლებას არ მოითხოვდა, მხარი არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა.  19 ნოემბერს იგივე საკითხის წინააღმდეგი მხოლოდ 7 დეპუტატი წავიდა.   ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში შემავალ 22 ტერიტორიულ ორგანოს 9 უდიპლომო რწმუნებული ჰყავს.
 

ახალი ამბები