კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისიტრის, ბაჩანა ახალაია საქმის განხილვა დასრულდა

28 ნოემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა შემადგენლობამ  საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართლებული პირების საბოლოო სიტყვები მოისმენა. სასამართლო განაჩენს  4 დეკემბერს გამოაცხადებს.

საბოლოო სიტყვა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც წარმოთქვა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა: „მე ჩემი ფეხით დავბრუნდი ქვეყანაში, რადგან ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გამეცა, როგორც საზოგადოებისთვის, ისე, თუნდაც, სასამართლოს წინაშე. ამას მე დღემდე ვაკეთებ, თუმცა ძალიან ბევრ ბარიერს მიქმნიან. თქვენ იცით, 2 პროცესი მოვიგე სასამართლოში და იმის შიშით რომ გარეთ არ გამოვსულიყავი, ბოლოს სრულიად აბსურდული ბრალი წამიყენეს და წინასწარი პატიმრობა შემიფარდეს. ვიცი, რომ სასამართლოზეც მიდის ზეწოლა და სწორედ ამიტომ, რიგ შემთხვევაში, არ ვარ განწყობილი ისე, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ მაქვს იმედი, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. შეიძლება ეს 5-10 წლის შემდეგ მოხდეს, თუმცა მაშინ მაინც ყველა აგებს პასუხს ამ ბიჭების ციხეში გამოკეტვისთვის. ჩემი მოთხოვნაა, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი დარჩეს უცვლელად“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ.

საბოლოო სიტყვა წარმოთქვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა გაგა მკურნალიძემაც, რომელიც ამავე საქმეზე გამართლებულია, თუმცა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი: „მეც იმასვე მეუბნებოდა დაკითხვაზე გამომძიებელი, რასაც სხვებს, რომ ნუ ჩავყვებოდი ჩაძირულ გემს და დამედო ბაჩო ახალაიასთვის ხელი. მე ეს არ გავაკეთე და გემს ჩავყევი. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ამ გემს კარგი კაპიტანი ჰყავს და   ისევ ამოვალთ ზედაპირზე.“ 

მოსამართლეები კახაბერ მაჭავარიანი, მაია თეთრაული და გერონტი კახეთელიძე  საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ განაჩენის გამოსატანად სათათბირო ოთახში გავიდნენ.  აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო კოლეგია 4 დეკემბერს 13:00 საათზე გამოაცხადებს. 

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა. საქმე ჯარისკაცების ფიზიკურ შეურაცხყოფას, წამებასა და ზვიად აბესაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებს შეეხება.

ახალი ამბები