კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფასო სასადილოს მიცვალებული ბენეფიციარები

3 დეკემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურმა შიდა შემომწების შემდეგ აღმიაჩინა, რომ ლანჩხუთში უფასო სასადილოს ბენეფიციართა სიაში 2 გარდაცვლილი პირია. ადმინისტრაციას გარდაცვლილები სიიდან დაუყოვნებლივ უნდა ამოეღო, თუმცა ეს ასე არ მომხდარა. უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის 2004 წლიდან ფუნქციონირებს. 2007 წლის პირველი მარტიდან ის ა(ა)იპ–დ ჩამოყალიბდა. აუდიტის სამსახურმა აღნიშნული ა(ა)იპ–ის 2007 წლის პირველი მარტიდან 2013 წლის პირველ ივლისამდე მუშაობის პერიოდი შეამოწმა.

 „ჩანაწერებით შეუძლებელია დადგინდეს, თუ როდის გარდაიცვალა ესა თუ ის პირი, როდის ამოიღეს სიიდან და ჩაანაცვლეს ახალი ბენეფიციარით. 2008 წლიდან 2013 წლამდე სულ გარდაიცვალა 32 ბენეფიციარი. 2010 წელს მოქმედ სიაში დაფიქსირდა 2 ისეთი პირი, რომელიც იმ პერიოდისათვის უკვე გარდაცვლილი იყო. და ეს მაშინ, როცა წესის თანახმად, გარდაცვლილი სიიდან დაუყოვნებლივ უნდა ამოიღონ. აქ კი,ერთი გარდაცვლილის შემთხვევაში დაფიქსირდა 197 დღის  გამოწერილი ხარჯი, რაც 291 ლარია, მეორე  შემთხვევაში კი – 66 ლარი“, – ამბობს აუდიტის სამსახურის უფროსი გოგი ფაცურია.

აუდიტის სამსახურმა კიდევ სხვა სახის დარღვევების აღმოაჩინა. 2009 წლის 1 ნოემბრამდე უფასო სასადილოში იკვებებოდა 115 ბენეფიციარი. ნოემბერში კი საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა სასადილოს მენეჯერმა დაფინანსების გაზრდაზე. გოგა ფაცურიას თქმით, დაფინანსების გაზრდა არაკანონიერი გზით იყო მოთხოვნილი, რადგან დაფინანსებისა და ბენეფიციართა გაზრდა 20 ადამიანით საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გვერდის ავლით მოხდა: „2010 წელს კიდევ გაიზარდა კონტიგენტი 110–დან 135 მომხმარებლამდე. ამის პარალელურად კი, საკრებულოს თავმჯდომარის 2009 წლის 6 ნოემბერს #19 განკარგულებით გაიზარდა დაფინანსებაც 74 666 ლარამდე, შესაბამისად, გაიზარდა ხელფასიც18 360 ლარამდე, კვების ხარჯი – 48 950 ლარამდე, ერთ კაცზე ხარჯმა დღეში შეადგინა 1.48 ლარი“. 

შემოწმების შედეგად გაირკვა ისიც, რომ 2011 და 2012 წლებში უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა 135–დან 60–მდე შემცირდა, თუმცა კონტიგენტის შემცირების მიუხედავად, სახელფსო ფონდი არ შემცირებულა. 

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოუწესრიგებელია ბენეფიციართა გამოცხადება და მათზე კვების პროდუქტების ხარჯვის აღრიცხვა. მაგალითად, 2013 წლის 13 აგვისტოს კვებაზე არ გამოცხადდა 13 ბენეფიციარი, ხოლო 14 აგვისტოს – 16 ბენეფიციარი მაშინ, როცა ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვით, საბუღალტრო დოკუმენტებში კვების ხარჯი სრულ  კონტიგენტზეა ნაჩვენები.

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი აუცილებლად საჭიროებს დეტალურ შესწავლას: „აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს საკრებულო კიდევ ერთხელ შეისწავლის და დადასტურების შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულებს ემსახურება და  დარღვევები ნამდვილად არ ეპატიება არავის,“ – განუცხადა Humanrights.ge–ს ჯანაშიამ.

ახალი ამბები