კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რკინიგზის სადგურის დამლაგებლები აგვისტოდან ხელფასს ელოდებიან

2 დეკემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის რკინიგზის სადგურის შენობა რამდენიმე დღეა დაუსუფთავებელია. დამლაგებლების პროტესტი რამდენიმე თვიანი ხელფასის მიუღებლობამ გამოიწვია. მათ დამსაქმებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლიც არ გააჩნიათ.

ნატალია და ლია გოგუები შპს „ქარიზმას“ თანამშრომელბი არიან. თვითონ აღნიშნული შპს კი საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის - “ფროფერთი მენეჯმენტის” ქვეკონტრაქტორია. გოგუები აღნიშნულ შპს-ში წელიწადზე მეტია  მუშაობენ. მათ ზეპირად იციან მათი ვალდებულება - რკინიგზის შენობის დასუფთავება, თუმცა ხელშეკრულება, რომელშიც მათი მოვალეობები და უფლებებია გაწერილი, გოგუების განცხადებით, დამქირავებელ ია მედოლიშვილთან დარჩა ხელმოწერის შემდეგ. 

„ხელშეკრულება რომ გავაფორმეთ, ერთ ასლზე მოვაწერეთ ხელი. ჩვენთვის ვინმეს არ მოუცია ხელშეკრულება. ხელფასის ოდენობაც არ იყო მითითებული და რომ ვიკითხე, გვითხრეს, რომ 90 ლარს ავიღებდი ხელზე“, _ იხსენებს ნატალია გოგუა.

ბათუმის რკინიგზის სადგურში შპს „ქარიზმას“ 4 თანამშრომელია. მათ კუთვნილი ხელფასი რამდენიმე თვეა არ მიუღიათ: „აგვისტოს თვიდან ხელფასი არ მიგვიღია. მანამდე დაგვიანებებით ვღებულობდით. ვეხმიანებით ხელმძღვანელს ია მედოლიშვილს, მაგრამ არ გვპასუხობს. არადა, 90 ლარზე ვმუშაობთ, საარსებო მინიმუმიც კი არაა და ამის მიღებაც პრობლემაა. პროტესტის ნიშნად, რადენიმე დღეა  არ ვალაგებთ შენობას“ - ამბობს ლია გოგუა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შპს „ქარიზმას“ ხელმძღვანელს, ია მედოლიშვილს დაუკავშირდა. მედოლიშვილის განცხადებით, თანამშრომლები ხელფასს ამ დღეებში აიღებენ: „უკვე მოვაგვარე ის პრობლემები. მათზე ნაკლებად არც მე განვიცდიდი. ვცდილობდი დროულად მიეღოთ ხეფასი, მაგრამ იყო რიგი პრობლემები“.

მედოლიშვილმა მის თანამშრომლებზე შრომითი ხელშეკრულების ასლის არგადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დასაქმებულებს ხელშეკრულებები არ მოუთხოვიათ და სწორეფ ამიტომ არ გადასცა. 

ახალი ამბები