კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება

2 დეკემბერი, 2013
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება
უკრანის სამოქალაქო საზოგადოებისადმი სოლიდარობის გამოხატვის შესახებ

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ქუჩაში აპროტესტებენ უკრაინის ხელისუფლების უარს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის გრძელვადიანი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინის ხალხის არჩევანი ევროპული ინტეგრაციაა. მათი სურვილია დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციის შემცირება და სიღარიბის აღმოფხვრა, შრომითი, გარემოს დაცვითი და სოციალური სტანდარტების გაუმჯობესება რაც უკრაინის კეთილდღეობისა და წარმატების წინააპირობაა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის ამბიციებს, რომელიც შანტაჟსა და სხვადასხვა სახის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის საშუალებით ცდილობს აღადგინოს საბჭოთა კავშირის მსგავსი - საბაჟო კავშირი - რომელიც თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვის დაბალ სტანდარტებსა და გაზრდილ სიღარიბეს.

ჩვენ მოვუწოდებთ:

 ევორკავშირს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს თავისი მტკიცე პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას, ვილნიუსის სამიტის შემდეგ ევროინტეგრაციისაკენ მიმავალ პროცესში დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმებისა გატარებაში;
 უკრაინის მოქალაქეებმა მიიღონ ჩვენი სოლიდარობა ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავლისათვის ბრძოლის გასაგრძელებლად.

25 ნოემბერი, 2013 წელი

ახალი ამბები