კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოში დაპირისპირება გრძელდება

4 დეკემბერი, 2013
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს შტაბის წევრები ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს თინა ხიდაშელს საბოტაჟში ადანაშაულებენ. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში შტაბის წევრებმა განაცხადეს, თინა ხიდაშელი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და აზრს არავის ეკითხება. მათი განცხადებით, დეპუტატმა მათ ულტიმატუმი წაუყენა, თუ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე არ იქნებოდა, იგი ყველა ინვესტიციას და  პროექტს შეაჩერებდა, რომელიც საგარეჯოში უნდა განხორცილებულიყო.

„თინა ხიდაშელმა შტაბის წევრებთან შეხვედრისას გვითხრა, რომ მან გაყინა საგარეჯოს რაიონში ყველა პროექტი და ინვესტიცია, მანამ სანამ ლოლაძეს აღადგენდნენ გამგებლის თანამდებობაზე, ხოლო თუ მას რაიმე პრობლემა შეექმნება მოავალაში ეს პროექტები ისევ გაიყინება“ - განცხადა  „ქართული ოცნების“ საგარეჯოს შტაბის წევრმა ალექსანდრე მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, თინა ხიდაშელი საკრებულოს წევრებსაც აძლევს მითითებებს და მათ საქმიანობაში ერევა.

გიორგი ლოლაძე თინა ხიდაშელის მეგობარია და იგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლად. მან თანამდებობის დაკავების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლა სოფლის რწმუნებულები, ასევე საგარეჯოს სათნოების სახლის დირექტორი ილია კუჭუაშვილი. იმავე დღეს დირექტორად დაინიშნა ხიდაშელის მეუღლის დავით უსუფაშვილის ბიძა დავით ოტიაშვილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვლეობის შემსრულებელს. უჩა ნანაუშვილის განცხადებით ილია კუჭუაშვილის გათავისუფლებით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმები და იგი კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.

2013 წლის 12  ივნისს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლაბამოსიელების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გიორგი ლოლაძე დააკავა. ამავე წლის 24 ოქტომბერს პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ამის შემდეგ 5 ნოემბერს საკრებულოს თავჯდომარემ გიორგი ლოლაძე თანამდებობაზე აღადგინა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაუპირისპირდნენ ხიდაშელს  „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები. მათი განცხადებით, დეპუტატმა საკრებულოს თავჯდომარე ილია ჭიაურელზე ზეწოლა მოახდინა.

ზეწოლის ფაქტს უარყოფს ილია ჭიაურელი. მისი თქმით არც მასზე და არც საკრებულოს სხვა თანამშრომლებზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და მან თავად ჩათვალა საჭიროდ ლოლაძის აღდგენა გამგებლის თანამდებობაზე: „ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საკრებულოლს თანამშრომლებზე მოხდა ზეწოლა. ეს არის სიცრუე. არც ჩემზე არც ჩემს მოადგილეზე და არც სხვა კომისიის თავჯდომარეზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მე თავად ვესაუბრე მათ“ - განაცხადა ილია ჭიაურელმა. 

თინა ხიდშელის განხცხადებით, ეს ადამიანები დაბოღმილები არიან, რადგან თანამდებობები ვერ დაიკავეს და მათ ცილისწამებებზე იგი კომენტარს არ აკეთებს -„მე ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ არ ვაპირებ განაწყენებული, დაბოღმილი ადამიანების ცილისწამებებზე პასუხის გაცემას. მათ ერთადერთი ამოცანა ჰქონდათ, რომ თანამდებობაზე დანიშნულიყვენ და სხვა არაფერი აინტერესებდათ.“

საგარეჯოს ქართული ოცნების  შტაბის წევრების განცხადებით, თუ თინა ხიდაშელი ზეწოლას გააგრძელებს, ისინი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვლენ და აქციებს გამართავენ.

ახალი ამბები