კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაბა კაზრეთში მოსახლეობა სამედიცინო შემოწმებას ითხოვს

5 დეკემბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

დაბა კაზრეთში ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ბეღურები არიან -  მერცხლები კი უკვე, დიდი ხანია უკეთეს ადგილებში გაფრინდნენ. ამბობენ, რომ მათ ვისაც ამისი საშუალება ჰქონდა დასახლება დატოვა და ეკოლოგიურად უკეთეს გარემოში გადავიდა. 

ორი მადნის საბადოს კაზრეთის და საყდრისის კარიერის შუაში მდებარე დაბა კაზრეთში ეკოლოგია მთავარი თემაა. კაზრეთის ცხრასართულიანი კორპუსებიდან კარგად ჩანს კარიერის კლდეები. კაზრეთელები კარიერზე მიმდინარე აფეთქებებსაც თვალყურს ადევნებენ. ამბობენ, რომ მადნის მოპოვებისთვის კარიერზე მიმდინარე აფეთქებებმა  ბოლნისის რაიონ სოფელ ბალიჭში კერძო სახლები დაბზარ.

,,ადამიანებს ურჩევნიათ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში იცხოვრონ, ვიდრე შიმშილით მოკვდნენ. აქ, ყოველი მესამე ოჯახის ერთი წევრი მაინც კარიერზე მუშაობს. კარიერზე სამუშაოების შეჩერებას მხარს არავინ დაუჭერს, მაგრამ გვაწუხებს ისიც, რომ მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობა, სხვა რაიონებთან შედარებით, საგრძნობლად მძიმეა. ქალებს სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნები, ბავშვებს კი ჩიყვი, ასთმა და ალერგიები აწუხებთ. ყოველ დილით თეთრი 2 სანტიმეტრიანი მტვერი ადევს ყველაფერს - შეიძლება ამან არ იმოქმედოს ადამიანზე?“ - კითხულობს ადგილობრივი ციური ხარაიშვილი.

ეკოლოგიაზე კაზრეთში საუბრობს ყველა, მაგრამ კარიერზე სამსახურის დაკარგვის შიშით მათი უმეტესობა ვინაობას არ ასახელებს. პირად საუბრებში გვიხსნიან, რომ მათი მთავარი სათხოვარი დაბა კაზრეთში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაა. ამბობენ, რომ მსგავი ღონისძიება დაბის მოსახლეობის ჯამრთელობის  ობიექტურ სურათს აჩვენებს.

თავად მადნის მომპოვებელი კომპანია ,,ერ ემ ჯი“-ს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაური მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანია ეკოლოგიური კუთხით დიდ სიფრთხილეს იჩენს და გარემოს არ აბინძურებს. 

ოქროს მოპოვების საბედისწირო შედეგებზე კაზრეთელების გარდა, ბოლნისის რაიონში წლების წინ ექიმებიც საუბრობდნენ.   2007 წელს დავით ტატიშვილის ცენტრი აცხადებდა, რომ არსებული ეკოლოგიური სურათის გამო ბოლნისში ონკოლოგიური დაავადებების კონცენტრაცია შეინიშნებოდა. მაშინ აღნიშნულ ცენტრს მოქალაქეთა გასინჯვა თავად ბოლნისის გამგეობამ სთხოვა. გასინჯული 706 ბოლნისელი ქალბატონიდან 253-ს სარძევე ჯირკვლის ფიბროზული მასტოპათია აღმოაჩნდა. ამ ინფორმაციიდან ცოტა ხანში ყველა სამედიცო დაწესებულებამ და მათ შორის ტატიშვილის ცენტრმა ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა. 

გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ერთ-ერთ ანგარიშში, სწორედ ამ კვლევის შედეგი შევიდა და ერთი უცნაური გარემოებაც: 2007 წელს ბოლნისის თვითმმართველობა ერთიდაიგივე წერილით მიმართავს რაიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებას და სთხოვს, რომ  „რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე“, ამ თემაზე სამედიცინო დაწესებულებებმა ინფორმაცია მედიას თვითმმართველობასთან ,,შეთანხმებით“  მისცენ.  

ახალი ამბები