კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

28 ნოემბერი, 2013
 
 
25 ნოემბერს სრულიად მსოფლიო აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. ნიშანდობლივია, რომ ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

სახალხო დამცველი უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრისაკენ მიმართულ კამპანიას, რადგან სწორედ ერთობლივი ძალებითა და სექტორთა შორის თანამშრომლობით გახდება შესაძლებელი საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება. 

2013 წელს სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნა გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის რეგულარულ უფლებადაცვით საქმიანობაში  გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის. აღნიშნული ინიციატივით სახალხო დამცველის აპარატი პირველი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელმაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე სტრუქტურული ერთეულის შექმნა უზრუნველყო. 

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტისა და USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება რეგიონული ტრენინგები „გენდერის ძირითადი საკითხები და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ საქართველოს 10 ტერიტორიულ ერთეულში (რუსთავი, მარნეული, საგარეჯო, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, ქუთაისი). 

სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში. მიუხედავად საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილებისა, კვლავ მაღალია ოჯახში ძალადობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ, არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს და ართულებს ქალის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გატარდეს ყველა სათანადო ღონისძიება გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისა და დაზარალებულთა დაცვისათვის; გაძლიერდეს დაცვის ღონისძიებები, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში; ქალთა სქესის ნიშნით შევიწროების პრევენციისათვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს უსაფრთხოების დაცვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და ქუჩებში; გამოძიებისა და საქმის წარმოების ყველა ეტაპზე ქალთა შევიწროების, თუ სხვა ტიპის ძალადობის ფაქტები განხილული იქნას როგორც გენდერული ძალადობა და მათზე სათანადო რეაგირება მოხდეს. 

2012 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს რათა მომხდარიყო ევროპის საბჭოს 2011 წლის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციის (სტამბულის კონვენცია) დროული რატიფიკაცია. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კონვენციის რატიფიცირებისათვის, რაც გააძლიერებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებს საქართველოში.
 

ახალი ამბები