კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელთა შეხვედრა

9 დეკემბერი, 2013
 
4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს.
 
სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა ნათია ლანდიამ და დეპარტამენტის სხვა მოხელეებმა არსებული პრობლემების ობიექტურ მიზეზებზე ისაუბრეს, ხოლო რიგ საკითხებზე აღნიშნეს, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას და დამატებით შეისწავლიდნენ ამა თუ იმ პატიმრის მდგომარეობას.

შეხვედრისას გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რაზეც გასაგრძელებელია მუშაობა: პატიმართა არასრულყოფილი მკურნალობა,  დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ოპერაციები, პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელი მედიკამენტების მიუწვდომლობა, ციხის ადმინისტრაციისა და ექიმების გულგრილობა და არაჯანსაღი დამოკიდებულება პატიმრებთან, მსჯავრდებულთა ასოციალური ქცევები სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, მედიკამენტების დროული და სწორი მიწოდების კონტროლი  პატიმართათვის და სხვა. 

სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ორმხრივი თანამშრომლობა, რათა არსებული პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით აღმოიფხვრას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების ნაწილი პატიმრების უფასო სამართლებრივ დახმარებას ახორციელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის“) ფარგლებში, ხოლო მეორე ნაწილი - NED-ის მხარდაჭერით (პროექტი - „ადამიანის უფლებები და არჩევნების მონიტორინგი“).

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები