კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო დარღვევები გორში

10 დეკემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის N32 საოლქო საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების დღის ხარვეზებთან დაკავშირებით ცხრა საჩივარი შევიდა, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი სრულად, ექვსი  ნაწილობრივ, ორი კი საერთოდ არ დააკმაყოფილა. საჩივრები ძირითადად ისეთი საარჩევნო პროცედურების დარღვევას ეხებოდა, როგორიც არის: ბეჭდზე ნაკვეთურების არარსებობა, შემაჯამებელ ოქმში ჩასწორების შეტანა და მისი გატარება ჩანაწერთა წიგნში და სხვა... აღნიშნული საჩივრების ავტორები ,,საია“ და ,,სამართლიანი არჩევნების“  წარმომადგენლები იყვნენ, საჩივრებში მითითებულ კონკრეტულ საარჩევნო უბნებანზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის დისციპლინარული პასუხიმგებლობის დაკისრებას ითხოვდნენ დაჯარიმების სახით, ეს მოთხოვნა საჩივრების განხილვისას საოლქო საარჩევნო კომისიამ მხოლოდ ორ შემთხვევაში დააკმაყოფილა.

,,სამართლიანი არჩევნების“ შიდა ქართლის კოორდინატორი თეა თედლიაშვილი    humanrights.ge-თან საუბარში განმარტავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის დროს კარგად იმუშავა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საჩივრებს პასუხიმგებლობით უდგებოდა და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებდა.
,,# 57-ე, მე-60, 97-ე და 101-ე საუბნო სააღჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები იყო გადასწორებული, რასაც თან არ ერთვოდა შესწორების ოქმები, ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიას და ითხოვდა კომისიის თავმჯდომარეებისა და მდივნების დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენებას, რაც საოქო საარჩევნო კომისიამ ოთხივე უბნის შემთხვევაში დააკმაყოფილა, აღნიშნული დარღვევები არ ცვლიდა არჩევნების შედეგებს და აქედან გამომდინარე კომისიის თავმჯდომარეების და მდივნის მიმართ არ იქნა მოთხოვნილი დისციპლინარული პასუხისმგებლობით გათვალიწინებული მკაცრი სასჯელის ფორმა 2000 ლარიანი ჯარიმა, გასათვალიწინებელი იყო ადამინური ფაქტორი, რადგან არ იკვეთებოდა განზრახ დანაშაული.  ასევე გათვალიწინებული იყო საარჩევნო კოდექსი, რომელიც დარღვევებთან დაკავშირებით კაბალურ პირობებს გვთავაზობს და საოლქო კომისიამ დისციპლინარულ პასუხიმგებლობად ხელფასის 10% და 20 % დაქვითვა დაუდგინა. ასევე ჩვენ მიერ საჩივარი იქნა შეტანილი #1, 51-ე, 63-ე და მე-80 უბნებთან დაკავშირებით, სადაც ბეჭედის გარეშე იყო ოქმები. ჩვენი მოთხოვნები დისციპლინარული სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა, საოქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის დროს მთლიანობაში კარგად იმუშავა“.

გორის საოლქო  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაირა, რამდენიმე პროცედურული დაღვევა მაინც იყო, რომლსაც არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია და ტექნიკური ხასიათის იყო: ,,საჩივრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა ტექნიკურ დარღვევებს და ამ დარღვევებზე თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენებას, იყო შემთხვევა სადაც სადაო საკითხი იყო შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, N 57 კირბალის საობნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს მაგალითად, დისციპლინარულ პასუხიმგებლობად დაესკირა ხელფასის  10%-ით დაქვითა, რადგან შემაჯამებელ ოქმზე ჩასწორება კალმით ჰქონდათ გაკეთებული. ანალოგიური დარღვევა იყო კიდევ რამდენიმე უბანზე,  საჩივრების განმხილვევლმა კომისიამ  N97 სვენეთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინარულ პასუხისმგებლობად განუსაზღვრა ხელფასის 20% დაქვითვა.  N60-ე ახალხიზის საოლქო საარჩევნო უბანზე   შემაჯამებელ ოქმში იყო რამდენიმე შეცდომა დაშვებული, ოქმში წარმოდგენილ შემაჯამებელ ოქმზე არ იყო ბეჭედი დარტყმული, მაგრამ დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ოქმები იყო ბეჭდით დამოწმებული, რის გამოც საოლქო საარჩევნო კომისიამ დისციპლინარულ პასუხისმგებლობად, მხოლოდ გამაფრთხილებელი შენიშვნები მისცა თავმჯდომარესა და მდივანს. N98-ე  უბანეზე არც ერთი ნაკვეთური ბეჭდს არ ჰქონდა რაც საარჩევნო პროცედურის დაღვევად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა საჩივრი. მიუხედავად აღნიშნული პროცედურული დარღვევისა, მთლიანობაში საუბნო საარჩევნო კომისიებმა კარგად იმუშავეს. თვითმმართველობის არჩევნებს უფრო მეტად მომზადებული შევხვდებით და ეს დარღვევებიც შემცირდება“ - აცხადებს   humanrights.ge-თან  საუბარში, გორის N32 საოქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი.

N32 გორის საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ამომრჩევლების რაოდენობა 110 916, აქედან არჩევნებში მონაწილეობა 51 606 ამომრჩეველმა მიიღო, ოლქში შემავალი საარჩევნო უბნების მონაცემებით 715 ბიულეტინი იქნა ბათილად ცნობილი, ოქმის მონაცემებით 50 849 ხმა დაფიქსირდა, აქედან ნახევარზე მეტმა 31 421 ამომრჩეველმა მხარი გიორგი მარგველაშვილს დაუჭირა.

ახალი ამბები