კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტიებმა ცესკოს ფინანსური ანგარიშები წარუდგინეს

11 დეკემბერი, 2013
 
ნინო გვარიძიშილი , კახეთი

"ქართულმა ოცნებამ",  ,,ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ’’  და ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ’’  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს.  საქართველოს საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საარჩვენო სუბიექტებმა, რომლებმაც მიიღეს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა, აუდიტორულ დასკვნასთან ერთად, გამოყენებული ფულადი სახსრების რაოდენობა წყაროს მითითებით უნდა წარმოედგინათ. 10%-იანი ზღვარი გადალახა და შესაბამისად დეკლარაცია წარმოადგინა  მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ. 

"ქართულმა ოცნებამ"  აუდიტორული დასკვნა მოამზადებინა შპს ,,თბილისის აუდიტს’’. დასკვნაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება უტყუარად და სამართლიანად ასახავს 2013 წლის 1 ივლიდიან 2013 წლის 27 ოქტომბრის პერიოდის ფინანსურ მდგომარეობას. ანგარიში მომზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ უფრო მეტად უზრუნველყოს პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსებათა გამჭვირვალობა, თუმცა ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით სავალდებულო გახდა ახსნა-განმერტებითი შენიშვნების მომზადება, სულ სამ მნიშვნელოვან გარღვევაზე იყო საუბარი. პირველი: 35 000 ლარის სხვაობა არსებოდა ,,შემოწირულობები ფიზიკური პირებისაგან ’’ - ფაქტიურ და საკასო შემოსავლებს შორის, რომელიც გამოწვეული იყო შემომწირველებზე უკან დაბრუნებული არასწორი შემოწირულობით. მეორე: ,,საბიუჯეტო დაფინანსება’’ სხვაობა - 99 770,67 ლარი, რაც განაპირობა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, სატელევიზიო რეკლემებისათვის განკუთვლი თანხების, ტელევიზიების ანგარიშზე გადარიცხვამ და ბოლო ახნა-განმარტება ეხებოდა  ,,საარჩევნო კამპანიის  ფონდის შემოსავლებს’’, როდესაც არასწორად მითითებული  რეკვიზიტების გამო ადგილი ჰქონდა გადარიცხული თანხების უკან, პარტიის ანგარიშზე დაბრუნებას.  ყველა გადარიცხვას ახორციელებდა ,,ბანკი ქართუ’’.  
 
მსგავსი შინაარსის დასკვნა აქვს მომზადებული ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ დაქირავებულ დამოუკიდებელ აუდიტორს კუკური ქვაცაბაიას. ,,საარჩევნო კამპანიის ფონდში მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას’’,- აღნიშნა აუდიტრმა. ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ,,ლიბერთი ბანკში’’გახსინილი საბანკო ანგარიშიდან ხდებოდა .  აღნიშნულ პერიოდში გაწეული საკასო  ხარჯები შეადგენდა 2 431 015 ლარს, რომელშიც შედიოდა ძირითადი ხარჯები, შრომის ანაზღაურება - 370625 ლარი, საქონელი და მომსახურება - 1818864 ლარი,  აგრეთვე კვლევებისა და სხვა ხარჯები. 

ნინო ბურჟანაძის პოლიტიკური პარტიის დასკვნა შეადგინა შპს ,,ბაკაშვილი და კომპანიამ.’’ დეკლარაციაში ნათვქმია, რომ ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო’’ არანაირ კომერციულ საქმიანობას არ ეწეოდა. აუდიტორის თქმით, პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსება საწევრო შენატანებისა და შემოწირულობის ხარჯზე ხდებოდა, რომლებსაც ძირითადად ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ.  საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები შეადგენდა 1 518 610 ლარს, სადაც გათვალისწინებულია შრომის ანააზღაურება, საქონელი და მომსახურება, ფიზიკური პირებისათვის ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიული ფასეულობების გადაცემა, სოციალური უზრივნელყოფა და სხვა აუცილებელი ხარჯები. 

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშილის ინფორმაციით, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ყველა სუბიექტი ვალდებულია წარმოადგინოს დეკლარაცია, რომელიც წარმოდგენისთანავე განთავსდება ვებ-გვერდზე sao.ge . 

ახალი ამბები