კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში ისევ უამინდობაა, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

13 დეკემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

უამინდობამ და თოვლმა გურიაში სოფლები უშუქოდ დატოვა, ხოლო საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა.  თოვლის საფარმა გურიაში 40 სანტიმეტრს მიაღწია. ოზურგეთში ექვსი სოფელი შუქის გარეშე დარჩა. როგორც Humanrights.ge-ს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გია ნაკაიძემ აცნობა, შუქი არ მიეწოდებოდა ნარუჯას, ლაითურს, მთისპირს, ასკანას, ფამფალეთს და ვაკიჯვარს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

თოვლის გამო ვერ ხერხდება სანიაღვრე არხების გაწმენდა და ამ მიზეზის გამო დატბორილია ოზურგეთის რამდენიმე ქუჩა.  თოვლმა შეაფერხა მიმოსვლა ოზურგეთი-ლაჩხუთი-ჩოხატაურის; ნასაკირალი,ბურნათის, ნაბეღლავისა, აცანა-მამათისა და ჯუმათის სოფლების მიმართულებით. გზის სამუშაოების გაწმედას ჩატარებას ხელს მწყობრიდან გამოსული გრეიდერი უშლიდა.

დიდთოვლობის გამო ავტროსანტრასპონტო  საშუალებების მოძრაობაც შეზღუდულია, ამ დრომდე გაუწმენდავია დაბა ჩოხატაურის ცენტრალური გზები, იგივე მდგომარეობაა  სოფლებშიც.

„სერიოზული პრობლემები გვაქვს,  გზის გაწმენდას ვერ ვასწრებთ, ამ ყველაფერს ემატება ისიც,  რომ არ გვყავს საკმარისი ტექნიკა, მთავრობის განკარგულება ჩამოსულია და რამდენიმე დღეში ვიყიდით გრეიდერს, მანამდე კი ადგილობრივი ძალებით ვეცდებით გავუმკლავდეთ შექმნილ სიტუაციას, სოფლებში საწვავს გავაგზავნით და მოსახლეობის ტექნიკას დავიხმართ,“  – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ჯინჭარაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მამათსა და აცანაში, ასევე ჯიხეთის მონასტერთან მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, მობილიზებულია სპეცტექნიკა გზების გასაწმენდად.

გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მაღალმთლიან სოფლებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. როგორც მამათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გელა პატეიშვილმა განაცხადა, დაწყებულია გზის გაწმენდა, რის შემდეგაც სოფლებში მუშაობას შეუდგება „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადა.

უამინდობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 3400 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. როგორც „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ განაცხადა, 2000 აბონენტს უკვე აღდგენილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება. ტექნიკური ბრიგადა გასულია დაზიანებულ ადგილებზე და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ახალი ამბები