კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურულები მანდარინის აჩეხვას გეგმავენ

17 დეკემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

გურიაში სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია იმყოფებოდა. მისი განცხადებით, წელს ციტრუსის მოსავალმა საქართველოში 100 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც მხოლოდ 17 ათასი ტონაა რეალიზებული. მისივე განცხადებით,   შარშან ამ დროისათვის მხოლოდ 10 ათასი ტონა იყო რეალიზებული, საერთო მოსავალი კი 46 ათას ტონას არ აღემატებოდა.

როგორც ფიფიამ აღნიშნა, პრობლემები ამ სფეროში უამინდობამ შექმნა. შექმნილი ვითარების გამო გურული გლეხები მანდარინის აჩეხვას გეგმავენ.

„მთავრობის დადგენილებით, მეციტრუსეების დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 13 მილიონი ლარი“ - აღნიშნა ფიფიამ. 

Humanraights.ge რამდენიმე მოსახლეს გაესაუბრა, რომლებსაც მანდარინი ჯერ კიდევ მოუკრეფავი აქვთ.

დოდო ხოფერია: „2 ტონა მანდარინი მაქვს მოსაკრეფი. თოვლმა შემიშალა ხელი, მაგრამ ხეზე ხომ ვერ დავტოვებ, უნდა მოვკრიფო. თუმცა ისიც არ ვიცი, გაიყიდება თუ არა. 20 თეთრადაც გავყიდი, თუ ვინმემ მოიკითხა“.

გურამ მშვიდობაძე: „წელს განსაკუთრებულად კარგი მანდარინია, მაგრამ რად გინდა. არავინ კითხულობს. ჩემს შვილს მიაქვს მანქანით თბილისში და იქ ერთიანად აბარებს 40 თეთრად. გზაზე კი ეხარჯება ფული, მაგრამ მანდარინის სულ გადაყრას ასე სჯობს“.

ზაირა გოგუა: „10 ტონა მანდარინი მაქვს მოსაკრეფი. კიდევ კარგი, არ გაუფუჭებია ყინვას, ახლა ვკრეფ, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ გასაღდება. კი კითხულობენ, ოღონდ 20–30 თეთრად. გადაყრას და დალპობას ვამჯობინებ ასე იაფად გავყიდო, ან არადა, რაიმე პროდუქტზე გადავცვალო”.

ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მანდარინების ჩამბარებელი პუნქტის მიმღები მამუკა სხირტლაძე ამბობს, რომ დღეში 20–30 ტონა მანდარინს იღებენ: „ყუთების პრობლემა გვაქვს, თორემ უფრო მეტს დავამზადებდით“.

თუკი გურიაში მანდარინების ჩაბარება შეფერხდა და გურულებმა ციტრუსის გასაღება ვერ მოახერხეს, ისინი მანდარინის აჩეხვას გეგმავენ.

ლამარა ანდღულაძე: „იმ აზრზე ვარ უკვე, რომ ავჩეხავ, რა აზრი აქვს, მოვკრიფე ამ სიცივეში და სახლში მაქვს, ყუთებიც არ მაქვს, რომ ჩავყარო, იატაკზე მიყრია და ლპება. მეზობლებს და ახლობლებს კი მივეცი, მაგრამ რამდენი უნდა გავცე... რვა ტონა მანდარინი მოვკრიფე. სად წავიღო, არ ვიცი. ჩემს აზრზე ბევრია უკვე. მანდარინს სარგებელი არ მოაქვს გლეხისთვის, ამას სჯობს თხილი გავაშენოთ“.

თორნიკე სარჯველაძე: „დღეს იკითხეს თუ გაქვთ მანდარინიო, მაგრამ კარგი ხარისხის უნდოდათ და თან 30 თეთრად. რა მექნა, დამენანა, მაგრამ მაინც გავყიდე, ხომ ვერ დავალპობდი. ისე, გადაწყვეტილი მაქვს ავჭრა და თხილი გავაშენო, თხილი უფრო შემოსავლიანია.“

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ გურიაში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ მთავრობის ხარჯებიდან ცირტუსის რეალიზებისთვის გამოყოფილი 13 800 000 ლარიდან 12 000 000 ლარი სტანდარტულ მანდარინზე, ხოლი დანარჩნენი –  ენესზეა გამოყოფილი:

„თავისთავად ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩააბარებს მანდარინს, დამატებით მიიღებენ 15 ათას ლარს. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ წელს შარშანდელზე მეტი მოსავალია,“ – აღნიშნა მინისტრმა.  

ახალი ამბები