კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიის ახალი გუბერნატორი საკადრო ცვლილებებს გეგმავს

23 დეკემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

გურიის ახალი გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე მუშაობას ოფიციალურად 16 დეკემბრიდან შეუდგა. გიორგი ჩხაიძემ პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. იგი ჯერ ლანჩხუთის, შემდეგ ჩოხატაურის გამგეობის, ბოლოს კი გუბერნიის სამსახურების უფროსებს შეხვდა. რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტების გამგეობებში რეორგანიზაცია განხორციელდება.

ჩხაიძე ამბობს, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ შეარჩევს და უპირატესობას კვალიფიციურ კადრებს მიანიჭებს. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩხაიძემ მოადგილეების სავარაუდო კანდიდატებიც შეარჩია. გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი,   თავისი მოადგილეების პოსტზე მერაბ ჭანუყვაძის (ოზურგეთი), მამუკა დოლიძის (ჩოხატაური)  და რევაზ ჩიტიძის (ლანჩხუთი) კანდიდატურებს დაასახელებს.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, Humanrights.ge–სთან საუბრისას თავად ჩიტიძე, რომელსაც ჩხაიძესთან ბავშვობის მეგობრობა აკავშირებს,  ამ ფაქტს კატეგირიულად უარყოფს: „მე ნამდვილად ვარ გიორგი ჩხაიძის მეგობარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა მისი მოადგილე გავხდე. დღეს ვარ ლანჩხუთის საკრებულოს ერთ–ერთი ფრაქციის თავმჯდომარე და არ ვაპირებ ლანჩხუთიდან სადმე წასვლას“.

რაც შეეხება მამუკა დოლიძეს, ის ჩოხატაურის გამგებელი იყო. გუბერნატორი ამბობს, რომ მას დოლიძის შესახებ სმენია, მაგრამ ინფორმაციას იმის თაობაზე, იქნება თუ არა დოლიძე მოადგილე, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

მერაბ ჭანუყვაძე კი, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, ამჟამად შსს მაღალჩინოსნის, შოთა ჭანუყვაძის ძმაა.

ახალი ამბები