კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

GPB-ის მეურვეობის მსრუველ კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართება

24 დეკემბერი, 2013
 

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებს შორის დებატები 24 დეკემბერს „მეორე არხის“ ეთერში გაიდაცემა. დებატები  „რეალური სივრცის“ სტუდიაში ჩაიწერება. დებატების წამყვანი „მეორე არხის“ მთავარი პროდიუსერი, დოდო შონავა იქნება.

როგორც გადაცემის წამყვანი ამბობს, სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატები ანბანური თანმიმდევრობით დაიყოფიან 5 და 6 კაციან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფისთვის დაახლოებით 1 საათიანი დრო იქნება გამოყოფილი. დებატების მიმდინარეობისას თითოეულ კანდიდატს საშუალება ექნება მაყურებელს გააცნოს მაუწყებლის განვითარების საკუთარი ხედვა და უპასუხოს წამყვანის მიერ დასმულ სამ კითხვას.

დებატები ჩაიწერება და პარლამენტის საგანგებო სხდომის დამთავრებისთანავე (დაახლოებით, საღამოს 9 საათზე), 24 დეკემბერს გავა ეთერში.

„ვფიქრობდით, რომ „პირველი არხის“ პირდაპირი ეთერში, გადაცემა „პირველ სტუდიაში“ გამართულიყო დებატები. მაგრამ კანდიდატები პარლამენტში საკომიტეტო სხდომებს უნდა დაესწრნენ, ამიტომ პირდაპირ ეთერში შეუძებელია ყველა კანდიდატთან დებატების გამართვა“, - აღნიშნა შონავამ Media.Ge-სთან საუბრისას.

კანდიდატებს შორის დებატების გამართვას საკონკურსო კომისიას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ავალდებულებს. კანონის მიხედვით, დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით უნდა გადაიცეს.

გთავაზობთ იმ 27 კანდიდატის შესახებ მცირე ინფორმაციას, საიდანაც პარლამენტმა ზემოთაღნიშნული პრინციპით სამეურვეო საბჭოს 9 წევრით უნდა დააკომპლექტოს. ინფორმაცია ეყრდნობა იმ cv-ებს, რაც კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისას წარადგინეს.

1. გელაძე გენო – პროფესიით იურისტია, აჭარაში ახორციელებს რამდენიმე პროექტს  ევროკავშირის დაფინანსებით, 2013 წლიდან არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს წევრი

2. კაჭკაჭიშვილი იაგო -ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორია.  ხელმძღვანელობს სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებას. გარდა ამისა, არის კავშრი “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” თავმჯდომარე.

3. მჭედლიძე დავით - ინტერნიუსი-საქართველოს“ ვებ-პროექტის NPO.GE-ს მთავარი რედაქტორი, აგრეთვე ვებ-პროექტი media.ge-ს რედაქტორი. 2012 წელს სამი წლის ვადით აირჩიულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად.

4. სახოკია ნათელა – CV-ის მიხედვით, 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომპიუტერული სისტემების სპეციალობა. არის რამდენიმე პროექტის დირექტორი 2013 წელს დაიკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის შექმნილი მრჩეველთა ჯგუფის წევრის პოზიცია.

5. სეთური უჩა – პროფესიით იურისტია. არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მედია სამართლის ლექტორი, სსიპ „კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ დავების განხილვის საბჭოს წევრი. აგრეთვე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ექსპერტი სატელეკომუნიკაციო და მედია სამართლის საკითხებში.

6. ჯავახიშვილი ჯანა– არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის თანაავტორი და მიწვეული ლექტორი, აგრეთვე ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” (GIP) აღმოსავლეთს გარდამქნისთვის პარტნიორობის პროგრამის დირექტორი საქართველოში.

7. გაფრინდაშვილი ლელა - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. გარდა ამისა, არის მრჩეველთა საბჭოს წევრი “ქალთა ფონდი საქართველოში” და განაცხადების შეფასების კომისიის წევრი, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).

8. ლომჯარია ნინო –არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნები“აღმასრულებელი დირექტორი. არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, 2011-2013 წლებში იყო საერთაშორისო ორგანიზაცია - ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO) გამგეობის წევრი. მიმდინარე წელს აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოში, გერმანიასა და ნორვეგიაში

9. აბსანძე ირაკლი - ჟურნალ “ლიბერალის” მთავარი რედაქტორია. იყო “მეცხრე არხის” რედიონული ახალი ამბების პროდიუსერი, თანამშრომლობს გერმანულ პრესის სააგენტო Deutsche Presse Agentur-სთან. არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი.

10. კინწურაშვილი ქეთევან - მისი CV-ის მიხედვით, არის დამოუკიდებელი მეცნიერი, მუშაობს წიგნებზე და სხვადასხვა პროექტებზე (გამოფენები ლექციები თანამედროვე ხელოვნების შესახებ). მუშაობს წიგნებზე - “ქეთი მატაბელი: 1980-იანი წლებიდან დღემდე” და “თენგიზ სეფიაშვილის სკულპტურული ობიექტები”. ასევე წერს წიგნს “,წვერვალი: ვასილი კადინსკი”.

11. ლობჟანიძე გიორგი - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი. 2013 წლიდან არის რადიო ,,თავისუფლების” რუბრიკა ,,ბიბლიოთეკის” ავტორი და წამყვანი, აგრეთვე ,,კავკასიური სახლის” აღმოსავლური განყოფილებისა და ისლამის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი. თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში.

12. მირზიაშვილი მიხეილ – არის პროექტის ”შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი”, მთავარი მენეჯერი. როგორც თავად აცხადებს CV-ში, მისი საქმიანობის მთავარ ფოკუსს მედიის, როგორც კონფლიქტების დარეგულირებასა და დემოკრატიის განვითარებაში საზოგადოების ჩართულობის ინსტრუმენტის, გამოყენება წარმოადგენდა.

13. მსხილაძე ქეთევან – არის ჟურნალ „ტაბულას“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ თანადამფუძნებელი. წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.

14. ძიაპშიპა ანნა – არის კინოდოკუმენტალისტი, კომპანია საქდოკ ფილმის დამფუძნებელი, მუშაობს როგორც პროდიუსერი და პროექტების მენეჯერი www.sakdoc.ge

15. კაკაბაძე ნინია – პროფესიით კინომცოდნეა, არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი,2011 წლიდან ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “კვირის აზრების” მოწვეული ავტორი. 2012 წლიდან მუშაობს ინტერნეტ ტელევიზია “არტარეაში”.

16. კირტავა ზვიად – მედიცინის აკადემიური დოქტორი, 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.

17. ჯანეზაშვილი ნაზი – არის კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი. “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელი დირექტორი და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი. ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის” პროგრამების კოორდინატორი.

18. აფხაზავა გიორგი -  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოქტორანტია. მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. არის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრამისა და რეჟისურის მიმართულებით.

19. ვახტანგოვი ალექსანდრე - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის  სრული პროფესორი და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. არის 30-მდე სატელევიზიო ფილმის ავტორი და რეჟისორი. ორგანიზატორობდა საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალ საქართველოში.

20. კოხრეიძე გიორგი - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის” დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ტელეკომპანია 2012-ის დამფუძნებელი.2013 წელს აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულ შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოს წევრად.

21. მუსხელიშვილი მარინა – არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოების კვლევის ცენტრის” დირექტორი. იყო ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფულბრაიტის ფროგრამის მიწვეული მკვლევარი. ეწეოდა სამეცნიერო-სალექციო საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2013 წლის სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველია.

22. ოსიპოვა იზაბელა–  არის სახალხო დამცველის ოფისის ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო საექსპერტო ჯგუფის წევრი. აგრეთვე  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში სამუშაო ჯგუფის წევრი.

23. სალუქვაძე იოსებ – თსუ-ს საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. არის პროექტის შიდა ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის კოორდინატორი.

24. სუარიძე ნუგზარ – არის რაგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის პროდიუსერი, იყო “მოამბის” საგამოძიებო ფილმების და ასევე საგამოძიებო გადაცემა “60 წუთის” ჟურნალისტი, რომელიც წლების წინ “რუსთავი 2”-ის ეთერით გადაიცემოდა.

25. ჩლაიძე კონსტანტინე – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოკომისიის განყოფილების ხელმძღვანელი. არის ქართული კინოს განვითარების ფონდის გამგეობის წევრი ინტერნეტ პორტალი “არტ არეას” გადაცემათა ციკლის “ჩემი ქალაქი” აღმასრულებელი პროდუსერი.

26. ხაბულიანი ხათუნა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია, პარალელურად ამავე უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორია, აგრეთვე არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვეული პროფესორი და კულტურის განვითარების კავკასიური ცენტრი (მედია არტ ფერმა) პროექტების მენეჯერი.

27. ჯანაშია ელისო -ფოთის ინტერნეტ გამოცემა Tspress.ge-ს მთავარი რედაქტორი, ახორციელებს რამდენიმე პროექტს მათ შორის „საპრეზიდენტო არჩევნების ფოტო და ვიდეო მონიტორინგი საქართველოს რეგიონებში“ და “ეკონომიკური პრობლემების კვლევით ცენტრი”.

ახალი ამბები