კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი სიმამრის სასარგებლოდ შეგროვებული ხელმოწერებია“

26 დეკემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი შაქრო ბარამიძე გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

Humanrights.ge–სთან საუბარში სამსახურის უფროსმა სოფო ჩხაიძემ განაცხადა, რომ გათავისუფლების მოტივი ბარამიძის სამსახურში ხშირი გამოუცხადებლობა იყო: „შაქრო ბარამიძე ხშირად აცდენდა სამსახურს, ანუ არღვევდა კანონს საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელე ვალდებულია სამსახურის საათებში სამსახურში იყოს. რამდენჯერმე მივეცი სიტყვიერი გაფრთხილება, მაგრამ ამაოდ, იგივე განმეორდა. 12 საათზე რომ მოვა სამსახურში, ის მოსვლად არ ითვლება. ამის გამო გამგებლის სახელზე დავწერე ახსნა–განმარტებითი ბარათი და ვითხოვდი გამგებელს სათანადო რეაგირება მოეხდინა“
 
Humanrights.ge აღნიშნულთან დაკავშირებით თავად შაქრო ბარამიძეს დაუკავშირდა: „ამბობენ, რომ თითქოს ვაცდენდი და არ დავდიოდი სამსახურში, რაც სიცრუეა. მე სამსახურს არ ვაცდენდი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩემი სიმამრი ბორის ჭყონია სარგებლობს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მოიაზრება. ახლობლები მის სასარგებლოდ მხარდამჭერთა სიებს ვაგროვებდით, რაშიც ბუნებრივია, მეც ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა სამუშაო საათები და დღეები საამისოდ ნამდვილად არ გამომიყენებია, შაბათ–კვირას შევაგროვე ხელწერები და ორშაბათს სამსახურში მისულს სამსახურის უფროსმა ერთი ამბავი დამაწია - შენ თუ იცი რას აკეთებდი, როგორ გაბედე ხელმოწერების შეგროვებაო. ამას რომ მეუბნებოდა, ჩემი გათავისუფლების ბრძანება თურმე დაწერილი იყო. ვიმეორებ, მე კანონი არ დამირღვევია, გათავისუფლების მიზეზი სიმამრის სასარგებლოდ ხელმოწერების შეგროვება იყო“. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ზაზა ურუშაძეს დავუკავშირდით: „დავწერე გათავისუფლების ბრძანება სამსახურის უფროსის ახსნა–განმარტების საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბარამიძე სამსახურს სისტემატურად აცდენდა. გავიარე კონსულტაცია იურიდიულ სამსახურთან და მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამეთავისუფლებინა ბარამიძე,“ – აღნიშნა ურუშაძემ.

ბარამიძე სასამართლოში ჩივილს არ აპირებს, რადგან მიიჩნევს რომ ამით მაინც არაფერი შეიცვლება. 

ახალი ამბები