კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება TV3-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ

26 დეკემბერი, 2013
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს TV 3-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტელევიზიის თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ ემუქრებიან და აშანტაჟებენ. ტელეკომპანია არასამთავრობო სექტორსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს დაიცვან ზეწოლისგან. 

TV 3-ის  ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი TV 3-ის მიმართ მიზანმიმართულ დისკრიმინაციას ეწევა. მათ ამის მაგალითად მოყავთ თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადება, რომელიც მან სასამართლოს მიერ მერობის უფლებამოსილების შეჩერების წინ გაავრცელა.
 
გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებდა მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი. „ამაში ჩართულია ჩხენკელის ძმა, ალბათ, აქ ერთ-ერთი ტელეკომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობის ხუხაშვილია, ყველა ბიზნესში ის დაძვრება და წილების გადანაწილება მისი მეოხებით და ცხვირის ჩაყოფით ხდება“, - დასძინა გიგი უგულავამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მაღალი თანამდებობის მქონე პირებმა თავი უნდა შეიკავონ მედიის მიმართ დაუსაბუთებელი, ვარაუდებზე აგებული განცხადებებისგან, რითაც ზიანს აყენებენ მედიის რეპუტაციას, საფრთხეს უქმნიან სიტყვისა და მედიის თავისუფლებას.

მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, დაინტერესების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს მაუწყებელზე ზეწოლის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები. ამ გარემოების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ დროულად შეისწავლოს ეს მასალები და ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები