კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დე ფაქტო საზღვრის ნაწილობრივი ჩაკეტვის საკითხის გადაწყვეტა გაზაფხულამდე გადაიდო

27 დეკემბერი, 2013
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალგორის მიმართულებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის ნაწილობრივი ჩაკეტვის საკითხის გადაწყვეტა გაზაფხულამდე გადაიდო. ცხინვალში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც სექტემბრიდან ახალგორისთვის საკვები რესურსებით მომარაგების საკითხზე მუშაობს, დასკვნას  დეკემბრის თვეში ვერ დებს. როგორც ჩვენთვის ცხინვალიდან გახდა ცნობილი, ვიდრე ახალგორის რაიონის საკვები პროდუქციით მომარაგების პრობლემა არ გადაიჭრება, ახალი რეგულაციები ძალაში არ შევა.         

საქმე ეხება ცხინვალის მიმდინარე წლის 18 ივნისის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 18 სექტემბრიდან ქართული კონტროლირებადი ნაწილიდან ახალგორის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა და ყოველგვარი მიმოსვლა უნდა შეწყვეტილიყო და გარდა პირადი ნივთებისა, სხვა ტვირთის გადატანა აკრძალული იყო. რამდენადაც სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით ვერც ერთი ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნით ვეღარ გადაადგილდებოდა, ეს დე ფაქტო საზღვრის ნაწილობრივ ჩაკეტვას ნიშნავდა.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო მმართველობამ ექსპერიმენტი არაერთხელ ჩაატარა და თბილისიდან მომავალი საკვები პროდუქციის მანქანები დე ფაქტო საზღვარზე არ შემოუშვა. შედეგად, რაიონის ქართული პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიები გამოცარიელდა. ამან კი არა მარტო ადგილობრივი ქართველი და ოსი, არამედ რუსი სამხედროებიც შეაწუხა, რადგან, როგორც ცნობილია, მათ ოჯახები ახალგროში ჰყავთ ჩამოყვანილი. ისინი საკვებ და სხვადასხვა პროდუქციას ძირითადად ქართულ მაღაზიებში ყიდულობენ თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ გაცილებით იაფია, ვიდრე რუსულ მაღაზიებში. 

ბრძანება ძალაში ნაწილობრივ შევიდა. სექტემბრიდან დღემდე გარდა პირადი მოხმარების ნივთებისა, 50 კილოგრამზე მეტი რაოდენობის ტვირთის შეტანა აკრძალულია, რის გამოც ადგილობრივებს ტვირთის დანაწევრება დე ფაქტო საზღვრამდე 200 მეტრის დაშორებით ტერიტორაზე უწევთ. შეზღუდვა არ ეხება მაღაზიების საკვები პროდუქციით მომარაგების მანქანებს. 

სექტემბრიდან დე ფაქტო ხელისუფლების ბრძანებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დასკვნა უნდა დაედო იმის შესახებ, თუ როგორ შეივსებოდა ახალგორის რაიონი საკვები პროდუქციით მაშინ, როცა თბლისიდან მომავალი ყველანაირი ტვირთის შემოტანა აიკრძალება და საერთოდ, ქართული სანომრე ნიშნით ავტომანქანები ვეღარ შემოვლენ. 

კომისიას მუშაობა დეკემბერში უნდა დაესრულებინა. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცხინვალიდან გახდა ცნობილი, ალტერნატივა კომისიამ ვერ მონახა. შესაბამისად, მისი მუშაობა აღნიშნულ საკითხზე აპრილამდე გადაიდო. კონკრეტული თარიღი კი არ სახელდება.    

ცნობისათვის, ახალი რეგულაციებით – თბილისიდან მგზავრი სოფელ ოძისამდე, სადაც ქართული გამშვები პუნქტია და ქართული პოლიცია დგას, ჩვეულებრივ დიდუბიდან სამარშრუტო ტაქსით ან ავტომანქანით უნდა მისულიყო; სოფელ ოძისშივე ქართული გამშვები პუნქტიდან 500 მეტრში რუსული ბლოკ-პოსტი მოდის, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი გადის. სწორედ ეს მანძილი მგზავრს ქვეითად უნდა გაევლო. რუსულ ბლოკ-პოსტზე რეგისტრაციის შემდეგ კი გზა უკვე სხვა ტრანსპორტით უნდა გაეგრძელებინა. საუბარი იყო იმაზე, რომ ამისათვის ცხინვალდან ახალი სამარშუტო ტაქსები უნდა ჩამოეყვანათ. 

“ჯერჯერობით არანაირი ახალი რეგულაციების განხორციელება არ იგეგმება. სექტემბერში რომ უნდა განხორციელებულიყო საზღვრის ნაწილობრივი ჩაკეტვა, მოგეხსნებათ, გადაიდო. შექმნილ სოციალურ კომისიას დასკვნა უნდა დაედო იმის შესახებ, ჩაკეტვის შემთხვევაში საიდან მოიმარაგებდა ლენინგორის რაიონი საკვებ პროდუქციას. რამდენადაც ეს ჯერ ვერ გადაწყდა, ამ კომისიის მუშაობა აპრილამდე გაგრძლედება,” – ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ცხინვალელი ჩინოვნიკი, რომლის გვარსა და სახელს მისივე თხოვნით  ვერ ვასახელებთ. 

კონკრეტულად რა გადაწყდება, ეს ამ ეტაპისთვის უცნობია. ახალგორში გადაადგილება კვლავ ძველებურად მიმდინაროებს. დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად მნიშვნელოვან საბუთად ისევ ოსური პასპორტი, ან მისი შემცვლელი დოკუმენტი ფორმა9 რჩება.     

ახალი ამბები