კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის პროკურორმა შეხვედრების დღე გააუქმა

26 დეკემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის ახალმა პროკურორმა, შოთა ტყეშელაშვილმა აუდიენციის დღე გააუქმა. იურისტები და ჟურნალისტები პროკურატურის  ჩაკეტილობაზე საუბრობენ. რატომ გაუქმდა შეხვედრების დღე და რატომ აღარ პასუხობენ პროკურორები მედიის შეკითხვებს, ამის შესახებ აჭარის პროკურატურაში განმატებები არ კეთდება. 

აჭარის პროკურატურა იუსტიციის სახლშია განთავსებული. შენობის მე-16 სართულის ერთ-ერთ ოთახს „შეხვედრების ოთახია“ მითითებული. თუმცა, ახლადდანიშნული აჭარის პროკურორი მოქალაქეებსა და ადვოკატებს აღარ შეხვდება. ტყეშელაშვილი აჭარის პროკურორად 25 ნოემბერს დაინიშნა. მოქალაქეებთან შეხვედრის დღე, პარასკევიც მას შემდეგ გაუქმდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს #51 ბრძანებაში, რომელიც აჭარის პროკურატურის  დებულებაა, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვეპუნქტში წერია: „აჭარის პროკურორი განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას“.

არღვევს თუ არა პროკურორი თავისი გადაწყვეტილებით მინისტრს ბრძანებას? იურისტები ტყეშელაშვილის ნაბიჯს უარყოფითად აფასებენ. 

გიორგი ხიმშიაშვილი, საიას ბათუმის ფილიალის იურისტი: „პროკურორის მიერ მიღების დღეების გაუქმება არის დაუშვებელი, რადგან არსებობს საკანონმდებლო ვალდებულება, რომლის თანახმადაც, აჭარის მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეს მოქალაქეთა მიღების საათები, რაც გამომდინარეობს პროკურატურის შესახებ საქართელოს კანონის 48-ე მუხლის და პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს #51 ბრძანებიდან“. 

გივი მამულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფა“: „შეხვედრების გააუქმება აშორებს პროკურატურას საზოგადოებასთან, რაც იძლევა საბაბს იმისას, რომ საზოგადოებას პროკურატურის მიმართ უნდობლობის გრძნობა გაუღრმავდება, როგორც იყო წინა ხელისუფლების დროს. პროკურატურა ჩვენი საზოგადოების ნაწილია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იდგეს, მათმა ქმედებამ ადამიანებს უნდა გაუქარვოს მათთდამი წლების განმავლობაში გაჩენილი უნდობლობა და აღუდგინოს რეპუტაცია. ამგვარი გადაწყვეტილებით კი, აჭარის პროკურატურას გაუჭირდება რეპუტაციის აღდგენა“.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჟურნალისტები პროკურორებისაგან კომენტარს ვეღარ ღებულობენ.  ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი აჭარიდან, ნინო ხოზრევანიძე ფიქრობს, რომ პროკურატურა კვლავ ჩაკეტილი ხდება: „უკვე არა მხოლოდ მთავარ პროკურორთან შეხვედრა არის პრობლემური საკითხი, არამედ რიგითი პროკურორებიც უარს ამბობენ ჩვენთან, ჟურნალისტებთან კომენტარზე. ან პრესცენტრთან გვამისამართებენ, ან საერთოდ არაფერს არ ამბობენ და ტოვებენ ტერიტორიას. ბოლო დროს, ამის მაგალითი იყო მარიამ კოჩალიძის სასამართლოს შემდეგ პროკურორის მოკლე რეპლიკა "მიმართეთ პრესცენტრს". მაშინ როცა, არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობის დროს, სრულიად გახსნილი და ხელმისაწვდომი იყო პროკურატურა, დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს. ჩემთვის მთავარია მიუკერძოებლობა, ბალანსის დაცვა და ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში მუშაობა. პროკურატურა თუ ჩაიკეტება, ბალანსის დაცვა რთული იქნება“.

ახალი ამბები