კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი 18 650 000 ლარით განისაზღვრა

30 დეკემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მთავარი ფინანური დოკუმენტი საკრებულომ უკვე დაამტკიცა.   ბიუჯეტი ჯამში  18 650 000 ლარს შეადგენს და აქედან  13 800 000 ტრანსფერია , ხოლო 4 850 000 ლარი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავალი. ბიუჯეტს მხარი ექვსმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ისინი ფრაქცია „ნაციონალების“  და „მამულიშვილების“ წევრები არიან. მათი თქმით, ბიუჯეტში არ იქნა გათვალისწინებული ის რეკომენდაციები და შენიშვნბი, რაც მათ გასცეს.  

ზვიად ხმალაძე ფრაქცია, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე: ,,ჩვენ შევთავაზეთ გეგმები არსებული პრობლებების გადასჭრელად, თუმცა ეს შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული. მაგალითად,  გარეგანათების რეაბილიტაციზე მეორე წელია მიდის საუბარი და  და ამ პრობლემების მოგვარება არც მომდევნო წლის ბიუჯეტშია გაწერილი.“ 

არჩილ საბიაშვილი ფრაქცია ,,მამულიშვილების“ თავმჯდომარე : ,,ჩვენ გვქონდა სოციალური კუთხით რეკომენდაციები, რაც ამ ბიუჯეტში არ არის ასახული, ამიტომ ჩენ მხარი არ დავუჭირეთ ამ ბიუჯეტს“.

მომავალი წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ჯამში 5 144 300 ლარია გათვალისწინებული, კულტურისა და სპორტის ხელშეწყობისთვის კი, 4 676 200 ლარი. ღონისძიებებთან ერთად, აქ შედის სპორტული დარბაზებისა და  სხვადასხვა  დაწესებულებების მშენებლობა-რებილიტაცია. ბიუჯეტში სოციალური პროგარმისთვის მხოლოდ 825 000 ლარია განსაზღვრული.

დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარე : „რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს,   თანხა  ძალიან მწირია, ჩვენ ყველანაირად მოვერიდეთ არამიზნობრივ ხარჯვას და  ბიუჯეტის ფორმირება მოსახლების და მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდა.“
 

ახალი ამბები