კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის მაჟორიტარების ბიუროები საჭიროებების კვლევას არ ატარებენ

8 იანვარი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციას, აჭარის 6 მაჟორიტარული ბიუროდან ორმა - ქედისა და შუახევის ბიუროებმა კვლევასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია არ მისცა. კვლევისშედეგად გამოიკვეთა, რომ ბიუროების უმრავლესობა საჭიროებების კვლევას საერთოდ არ ატარებს. 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, „ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოძიების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის საჭიროებების ლობირებისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით იქმნება მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რომლის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან 5000 ლარით ფინანსდება“. 

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2013 წლის 1 ოქტომბერს ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს გაეგზავნათ წერილები, სადაც მოთხოვნილი იყო თითოეული მაჟორიტარის ან მისი ბიუროს მიერ მოქალაქეებთან გამართული საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და ამ შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტში ან მთავრობაში ინიცირებული პროექტების ჩამონათვალი.

„მიღებული პასუხებით დგინდება, რომ მაჟორიტარების ბიუროების უმრავლესობა საჭიროებების კვლევას არ ატარებს. მოქალაქეების წერილობითი განცხადებების თუ გასვლითი შეხვედრების საფუძველზე, ხდება საერთო პრობლემების იდენტიფიცირება. აჭარის რეგიონის მოსახლეობის მთავარი საზრუნავი ისევ დასაქმების, ჯანდაცვის, პენსიების, ეკომიგრანტების და სოციალურად დაუცველი ფენის შემწეობის საკითხებია. ასევე, აქტუალურია მიწის საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები, ხელყოფილი ქონების საკუთრებაში დაბრუნების თემა და რეგიონის მასშტაბით სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების არასაკმარისი რაოდენობა“, -  აღნიშნულია ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კითხვას, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებზე გაცემული ხელფასის ოდენობას შესახებ, ბიუროებმა არასრული ინფორმაცია გასცეს: „ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის და ქობულეთის  მაჟორიტარი დეპუტატის ფატი ხალვაშის ბიუროებმა ხელფასების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პარლამენტის აპარატისთვის მიმართვა გვირჩიეს, თუმცა რა საფუძვლით, უცნობია.“

ანგარიშის მიხედვით, აჭარის მაჟორიტარმა ბიუროებიდან, დღემდე მხოლოდ ერთი კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ეს ინიციატივა ეხებოდა „მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატან იმ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია ცალკე საჯარო იურიდიულ პირად უნდა  ჩამოყალიბდეს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დასმულ შეკითხვებს, ქედის მაჟორიტარი დეპუტატის იაშა შერვაშიძისა და შუახევის მაჟორიტარის - ომარ მეგრელიძის ბიუროებმა არ უპასუხეს. აღნიშნულ ბიუროებთან დაკავშირება „ადამიანის უფლებათა ცენტრმაც“ სცადა, თუმცა, უშედეგოდ. საქართველოს პარლამენის საიტზე „დაუკავშირდი შენს დეპუტატს“- განყოფილებაში მითითებულ ნომერზე ზარი არ გადის. ხოლო მაჟორიტართა სპეციალურ ვებ-საიტზე კი, (http://shuakhevi.majoritarian.ge/index.php;http://keda.majoritarian.ge/index.php) ბიუროების საკონტაქტო გრაფა ცარიელია.

ახალი ამბები