კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საახალწლოდ კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში პრემიების სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიცემა

8 იანვარი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კახეთის 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საჯარო მოხელეებზე, წინასაახალწლოდ, პრემიის სახით 566 740 ლარი გაიცემა. საკრებულოების ინფორმაციით, ყველზე მეტდ - 180 000 ლარის ოდენობის პრემიას გურჯაანის თვითმმართველობის თანამშრომლები მიიღებენ. 134 330 ლარი გაიცემა საგარეჯოს, 89 410 ლარი დედოფლისწყაროს, 63 000 ლარი თელავის, 100 000 ლარზე მეტი კი, ახმეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებზე.

24 დეკემბერს, წინასაახალწლოდ, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თანხების ხარჯვასთან დაკავშირებთ, პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაწესებულებებს მოუწოდა, საახალწლოდ კორპორაციული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყონ: „იმის გამო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საბიუჯეტო თანხების რაციონალურად ხარჯვას, მოვუწოდებ სახელმწიფო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საახალწლო კორპორაციული ღონისძიებებისთვის არ გამოყონ საბიუჯეტო თანხები. საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს საჯარო მოხელეთა ვალდებულებებს კანონისა და სახელმწიფოს წინაშე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული  გადაწყვეტილება ერთ–ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“.

პრემიერ - მინისტრის განცხადების მიუხედავად, კახეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა თანამშრომლებზე პრემიების გაცემის საკითხი დააამტკიცეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 24 დეკემბერს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, წინასაახალწლოდ, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებზე პრემიების სახით 180 000 ლარი უნდა გაიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის ავთანდილ ზარდიაშვილის თქმით, აღნიშნულ თანხას წახალისების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის 286 თანამშრომელი მიიღებს.

„საკრებულოს დადგენილებით, საკრებულოს და გამგეობის ყველა თანამშრომელი წინასაახალწლოდ ერთი თვის ხელფასის ოდენობის პრემიას მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ მიერ წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს უკავშირდება. ჩვენ სრულად გვაქვს შესრულებული როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტები. თანხა, რომელიც პრემიებზე უნდა გაიცეს, 2013 წლის ბოლოს ბიუჯეტში დაგვრჩა“, – განაცხადა ავთანდილ ზარდიაშვილმა.

გურჯაანის გამგეობამ პრემიები გიორგობის დღესასწაულისთვის და სააღდგომოდაც გასცა. 23 ნოემბრისთვის 300-მდე თანაშრომელმა პრემიის სახით ხელფასის ოდენობის ნახევარი მიიღო, რამაც ჯამში 75 000 ლარი შეადგინა. სააღდგომოდ კი გამგეობის ყველა თანამშრომელზე ხელფასის ოდენობის თანხა გაიცა, ჯამში 186 000 ლარი.

მთლიანობაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებზე, 2013 წლის განმავლობაში 441 000 ლარი გაიცემა.

პრემიების სიდიდით მეორე ადგილზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტია, სადაც წინასაახალწლოდ პრემიის სახით 134 330 ლარი გაიცემა. საკრებულოს აპარატის უფროსმა ილია ციფროშვილმა განაცხადა, რომ ხელფასის ნახევრის ოდენობის პრემიას ადგილობრივი თვითმმართველობის 243 და ცხრა ააიპ-ის 521 თანამშრომელი მიიღებს.

საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლების პრემიებზე 89 410 ლარი დაიხარჯება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ხელფასის ოდენობის თანხას თვითმმართველობის 136 თანამშრომელი მიიღებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ნატროშვილის თქმით, პრემიერ - მინისტრის განცხადება კორპორაციულ ღონისძიებებებს ეხება, ისინი კი ბალ - მასკარადების მოწყობის ნაცვლად, საბიუჯეტი თანხებს თანამშრომლების წახალისებაში ხარჯავენ: „წინასაახალწლოდ, პრემიების გაცემის საკითხთან დაკავშირებით, ინიციატივით გამგეობამ მოგვმართა. რის შემდეგაც საკრებულომ განიხილა საკითხი და მხარი დაუჭირა. ჩვენთვის ცნობილია პრემიერ – მინისტრის განცხადება, რომელიც  კორპორაციული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან თანხების გახარჯვას ეხება. თუმცა, ჩვენ არ ვაწყობთ ბალ - მასკარადებს და აღნიშნული თანხის გაცემა თანამშრომელთა წახალისებას ემსახურება“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

წინასაახალწლოდ, 63 000 ლარის ოდენობით პრემიას მიიღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის 197 თანამშრომელი. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიხეილ შაშიაშვილის თქმით,  პრემია ერთი თვის ხელფასის ოდენობით, 2007 წლიდან, წელიწადში ორჯერ გაიცემა: „2007 წლიდან, ყოველწლიურად, ფინანსთა სამინისტროსთან ბიუჯეტის შეთანხმების დროს  ჩადებულია ხოლმე 14 თვის ხელფასი. აქედან მე–13 ხელფასი ხმარდება შვებულებებს და ერთი სრული ხელფასი სააღდგომოდ ან საახალწლოდ გაიცემა. წელს, საკრებულოს დადგენილებით, წინასაახალწლოდ, 63 000 ლარი გამოიყო პრემიების გასაცემად. პრემიას საკრებულოს და გამგეობის 197 თანამშრომელი მიიღებს“. 

ახმეტის საკრებულომ 20 დეკემბერს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ერთი თვის ხელფასის ოდენობის წინასაახალწლო პრემიას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები მიიღებენ. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განაცხადა, საახალწლოდ პრემიების გაცემა გამგეობის თანამშრომლებზეც იგეგმება. მთლიანობაში, საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებზე პრემიებისთვის 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ახალი ამბები