კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორი ახალ წელს საახალწლო განწყობის გარეშე შეხვდა

10 იანვარი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ცარიელი, უკაცრიელი ქუჩები, როგორც ადგილობრივებისგან, ასევე ჩინოვნიკებისგან დაცლილი რაიონი და გამოკეტილი მაღაზიები - ახალგორში ახალი წლის დღეებმა ასე უღიმღამოდ ჩაიარა. საახალწლო განწყობის შექმნა რაიონის ცენტრში გამოკრულმა დიდმა საახალწლო ბანერმა (საახალწლო მილოცვა ოსურ ენაზე )და რაიონის პარკში ფერადი წვიმებისგან სახელდახელოდ მორთულმა ნაძვის ხემაც ვერ შეძლო. 

ადგილობრივების უმეტესობა  ახალგორიდან 31 დეკემბრამდე წეროვანში გაიკრიფა. მიუხედავად იმისა, რომახალგორელებს ახალგორში ცხოვრება პრაქტიკულად თავისუფლად შუძლიათ, ახალს წელს მაინც ახალგორის გარეთ, დევნილთა ჩასახლებაში შეხვედრას ამჯობინებენ. თუმცა წელს მაინც მოხდა გამონაკლისი  შარშანდელთან შედარებით და რამდენიმე ადამიანმა ახალი წლის შეხვერდა ახალგორში გადაწყვიტა: “ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, საახალწლო საცივსა თუ შოკოლადს სად შევჭამ?! მთავარია ჩემს სახლში ვიყო! სულ მიკვირს ხოლმე, რად გარბის აქედან საახალწლოდ ეს ხალხი წეროვანში?! განა ახალი წელი აქ არ მოვა? აქ რომ დარჩნენ და ყველა აქ შევხვდეთ ახალ წელს, ამას რა ჯობია?! გარბიან და თან პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ეს მათი მიწა-წყალია! თუ თვლიან ასე, სად მიდიან? “ - გაკვირვებით კითხულობს ერთი ადგილობრივი ოსი  ქალბატონი.  

საგულისხმოა, რომ ახალგორელების უმეტესობა, როცა ახალგორიდან თბილისისკენ მიდის, “საქართველოში მივდივარო”  - ამბობს ხოლმე. ნათქვამი კი არც ირონიულია და არც ძალდატანებითი. როგორც ჩანს, ეს მათ ინსტიქტურად, უნებლიედ მოსდით: “უკვე ამდენი წელია, ცალკე ვართ. გარდა იმისა, რომ 2008 წლის ომმა მოგგვლიჯა იქაურობას. სააკაშვილის ხელისუფლებამ ასე შეგვაჩვია, რომ კეთროვნებივით სხვა საქართველოსგან გამოგვყო იმიტომ, რომ აქ დავრჩით; დევნილობას აქ ვარჩიეთ ცხოვრება... ახლა, როცა იქეთ, ქართული მხარის კონტროლირებადში გადავდივართ, ისეთი შეგრძნებაა უკვე, რომ თითქოს სხვა ქვეყანაში მივდივართ. და არა მარტო შეგრძნება! ყველაფერი მართლა სხვანაირია!” – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი და საკუთარ ნათქვამზე თავადაც  ეღიმება. 

პირველ  იანვარს, გარდა იმისა, რომ ჩვეულებისამებრ არც ერთი ორგანიზაცია-დაწესებლება არ მუშაობდა, დაკეტილი იყო ახალგორის აბსოლუტურად ყველა მაღაზია. ასევე - არ მუშაობდა ახლგორი-თბილისის სამარშრუტო ხაზი. თუმცა დე ფაქტო საზღვარი არც ერთი მხრიდან არ ჩაკეტილა. შესაბამისად, კერძო მსუბუქი თუ ნებისმიერი ტიპის ავტომანქანით გადაადგილების პრობლემა არ იყო.  

ახალი წლის წინა დღღებში საკმაოდ კარგად ივაჭრეს რუსული პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიებმა: “რაც კი რუსული კარგი შოკოლადები იყო, იყიდეს და წეროვანში წაიღეს,” - ამბობს ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველი. როგორც აღმოჩნდა, თვითონ ის რუსი სამხედროები, რომლებიც ახალგორში დე ფაქტო საზღვარსა და მეოთხე რუსულ ბაზაზე არიან დისლოცირებულნი, დიდი რაოდენობით ქართული შოკოლადს  ყიდულობენ. “მათთვის ეს ახალია და ალბათ ამიტომაც. სხვათა შორის, მოსწონთ კიდეც; ყიდულობენ სხვადასხვა ქართულ პროდუქტსაც,” - გვითხრა გამყიდველმა. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგორელმა ბავშვებმა საახალწლო საჩუქრები ცხინვალიდან უხვად მიიღეს:  “რამდენი ბავშვიც არის სულ ახლგორში, იმაზე ორჯერ მეტი საჩუქარი მოვიდა,” - გვითხრა ახალგორის ქართული სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა. თუმცა  ბავშებმა გვითხრეს, რომ საჩუქრების ნაწილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. თუკი გასულ წელს საახალწლო ზეიმზე აბსოლუტურად ყველა ბავშვი დასაჩუქრდა, წელს მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მიღეს საჩუქრები. უფროსკლასებიდან კი, უმეტესობას  საჩუქარი „სანტასგან“ არ ერგო. 

ახალგორელები წუხილს გამოთქვამენ, რომ თბილისიდან ახლგორელ ბავშვებს არათუ საჩუქარი,  არამედ ერთი მისალოცი ბარათიც არ მისვლიათ.   

ახალი ამბები