კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

14 იანვარი, 2014
 
ნინო გვარიძიშვილი, კახეთი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მაჭავარიანი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სასამართლომ იმსჯელა მის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე  და პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაჭავარიანი ოპერატიული ინოფრმაციის საფუძველზე, 6 იანვარს, ერეკლე მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას თან აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და თავადაც მისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. განცხადებაში ნათქვამია: „ექსპერტიზის დასკვნით ჩხრეკისას ამოღებულია 0,0109  ბუპრენორფინის  შემცველი  0,5460  გრ ნარკოტიკული ნივთიერება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით’’. 

თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გიორგი მაჭავარიანი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. სასამართლომ აუცილებელად მიიჩნია მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, იმის მიუხედავათ, რომ დაცვის მხარე მოითხოვდა გირაოს 5 000 ათასი ლარის ოდენობით, ან თავდებობას. თავდებად დაკავებულს   თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ცოლის ძმა, არჩილ თხლაშიძე უდგებოდა: ,,გიორგი ჩემი ახლო მეგობარია, მას კარგად ვიცნობ,  არც ქვეყანას დატოვებდა და არც სხვაგვარად შეუშლიდა ხელს გამოძიებას, ამიტომ მისთვის პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ვერ ვხედავ. გიორგი მაჭავარიანი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, აღიარებს დანაშაულს და იაზრებს ჩადენილი სამართალდარღვევის არსს’’,- აღნიშნა  არჩილ თხლაშიძემ.

საქმის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში 6 თებერვალს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ახალი ამბები