კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბორის სილევიჩი - ნახევარი წელიც არ არის დარჩენილი ადგილობრივ არჩევნებამდე და თამაშის წესები ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის

16 იანვარი, 2014
 
ინტერპრესნიუსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლის, ბორის სილევიჩის განცხადებით, ამჟამინდელი ვიზიტის დროს გამოკვეთეს რამდენიმე საკითხი, რომელიც მათ სერიოზულ ყურადღებას და დაინტერესებას იმსახურებს.

როგორც ბორის სილევიჩმა მაიკლ ასტრუპ იენსენთან ერთად გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის და ზოგადად ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებში არჩევნების სისტემის რეფორმირება.

"აქაც ვიტყოდი - შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ნახევარი წელიც კი არ არის დარჩენილი ადგილობრივ არჩევნებამდე და თამაშის წესები ჯერჯერობით მაინც არ არის ბოლომდე გარკვეული", - განაცხადა ბორის სილევიჩმა.

მეორე საკითხად მან მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია დაასახელა. "ეს არის ჯერ კიდევ შეუსრულებელი ვალდებულება საქართველოსი დეპორტირებული მესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით. მართალია, შესაბამისი კანონი მიღებულია, მაგრამ რაც შეეხება პრაქტიკულ განხორციელებას, სამწუხაროდ ძალიან ნელა მიმდინარეობს მისი განხორციელება და ნაკლებად ეფექტურად",-აღნიშნა სილევიჩმა.

ის ასევე შეეხო გენერალურ პროკურატურაში შეტანილი საჩივრების თემას. "ჩვენ ვიცით, რომ ათობით ათასი საჩივარია შესული წარსულში მართლმსაჯულების არაჯეროვნად განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენი საქმე არ არის და არც ჩვენს უფლებამოსილებაში შედის, რომ რაღაც შეფასებები გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დასაბუთებულია საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები. მაგრამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მთელი სამართალდამცავი სისტემა - პროკურატურა, სასამართლო, მუშაობდეს ისე, რომ ეს აკმაყოფილებდეს ევროსაბჭოს სტანდარტებს",-აღნიშნა სილევიჩმა. 

ახალი ამბები