კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი წელი ახალი ბიუჯეტიდან დაფინანსდა

17 იანვარი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი წლის ღონისძიებები ბათუმში 20 იანვრამდე გრძელდება. საზეიმო ღონისძიებები ქალაქს 242 150 ლარი დაუჯდა. თანხის ნაწილი 2014 წლის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ბათუმის მერიამ, როგორც ნაძვის ხის, ასევე ქალაქის გაფორმება-დეკორაციების მონტაჟში 136 566 ლარი დახარჯა. ხოლო კულტურული ღონისძიებებისთვის _ 105 584 ლარი. ამათგან 87 213 ლარის ათვისება, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან მოხდა.

როგორც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ განაცხადა, ბათუმის მერიას საახალწლო ღონისძიებების გამართვისა და დეკორაციების მოწყობისათვის ტენდერი არ გამოუცხადებია: „ტენდერს ვერ გამოვაცხადებდით იმაზე თუ ვინ იმღერებდა საახალწლოდ. აჭარის მთავრობისგან ნებართვა ავიღეთ კონცერტების ჩასატარებლად“. 

წელს, ბათუმში ახალი წლის ღონისძიებების ცენტრი ევროპის მოედანი იყო. წინასაახალწლო ღონისძიებები აქ 25 დეკემბრს დაიწყო. ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 26 დეკემბერს აინთო. ღონისძიებას სპეციალური ავტობუსით მოსული თოვლის ბაბუას გარდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ბათუმის მერი, ჯემალ ანანიძეც დაესწრნენ. 
 
ახალ 2014 წელს, ბათუმელები ანსამბლ „შინთან“ და მაია ბარათაშვილთან ერთად შეხვდნენ. ევროპის მოედანი კი, გაცილებით ხალხმრავალი 11 იანვარს იყო, როცა იქ ჯგუფ „ვია გრას“ უფასო კონცერტი გაიმართა. ჯგუფი საახალწლოდ ბათუმში სასტუმრო „გოლდენ პალასის“ დაფინანსებით ჩამოვიდა. „ვია გრას“ კონცერტი ობიექტის საზეიმო გახსნას დაუკავშირეს. 

ევროპის მოედანზე,  საგანგებოდ ჩადგმულ ხის ჯიხურებში ტკბილეულის, წიგნებისა და სათამაშოების გაყიდვა 20 იანვრამდე გაგრძელდება. მოედანზე დამონტაჟებულია საბავშვო ატრაქციონებიც. 

ახალი ამბები