კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გამგეობებში დოკუმენტბრუნვა ელექტრონულად მოხდება

20 იანვარი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

მიმდინარე წლიდან კახეთში ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობა დოკუმენტბრუნვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვება. ამის შესახებ კახეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა. ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებები ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების  სისტემაში ელექტრონული ფორმით იმოძრავებს.

გუბერნატორის თქმით, ახალი პროგრამა  დოკუმენტების ადრესატამდე ოპერატიულად მიღწევას გაამარტივებს, ასევე საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაც გაადვილდება.

„ახალი დოკუმენტბრუნვის  პროგრამა პირველ ეტაპზე მხოლოდ კახეთის რეგიონში დაინერგება. წერილი, რომელიც მუნიციპალიტეტში შემოვა, ავტომატურად ელექტრონულად დაეწერება ნებისმიერი რანგის თანამდებობის პირს. ყველაზე ეფექტური კი იქნება იმ კუთხით, რომ სოფლების მიხედვით, გამგებელს შეეძლება  რამდენიმე წუთში დააწეროს წერილი სოფლის რწმუნებულს. ასევე, სოფლის რწმუნებულთან შევიდეს დოკუმენტი ჩვეულებრივი მოქალაქისგან. შესაბამისად მოხდება განხილვა და შემდეგ ეცნობება პასუხი, რომელიც ადგილზევე ამოიბეჭდება. სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებსაც უჭირთ მუნიციპალიტეტამდე მოსვლა, საშუალება ექნებათ ოფიციალური დოკუმენტაციის მიწოდება მოახდინონ ადგილზე, თავიანთი სოფლიდან. ეს იქნება საკმაოდ ეფექტური. რადგან დღეს, ყველა წარმატებული სამინისტრო ამ პრინციპით მუშაობს, გვინდა, რომ გუბერნიაც და ადგილობრივი თვითმმართველობებიც, რომლებიც შედიან კახეთის რეგიონში იყოს ასეთივე ეფექტური, სწრაფი და ოპერატიული. დაახლოებით ერთ კვირაში დარწმუნდება ყველა, რამდენად ეფექტური გახდება კახეთის რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტი მოსახლეობასთან ურთიერთობის მხრივ“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის პროგრამას მუნიციპალიტეტების გამგეობების ადმინისტრაციებს ფინანსთა სამინისტრო უსასყიდლოდ გადასცემს. 

ახალი ამბები